რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა პასუხისთვის, რომ გწერდით საკვერცხეები მტკივა, რამდენიმე დღის წინ შეტევა დამემართა და აღმომაჩნდა მარჯვენა თირკმლიდან დაძრული კენჭი, რომელიც მარჯვენა შარდსაწვეთშია უკვვე, "მარჯვენა შარდსაწვეთის იუქსტავეზიკალურ სეგმენტში ფიქსირდება კონკრემენტი ზომით 7-8 მმ“. გთხოვთ სასწრაფოდ მითხრათ, რას ნიშნავს იუქსტავეზიკალური,ზედა ნაწილია თუ ქვედა? იმის მერე უკვე 5 დღე გავიდა, ექიმმა დამინიშნა ნოშპა დღეში სამჯერ, გამაყუჩებელი, ბევრი სითხე და მოძრაობა. ეს მიშველის თუ არა? შეტევა აღარ განმეორებულა, შარდიც ისევ სუფთაა, არც ტემპერატურა მაქვს მაღალი. მხოლოდ ერთხელ შარდი წითლად შეიფერა, შემდეგ ისევ გასუფთავდა. მგონია ჯერ არ გამოსულა კენჭი, მიშველის თუ არა ეს პროცედურები და უკვე ქვემოთ არის კენჭი თუ არა? დიდი მადლობა წინასწარ, ძალიან ვნერვიულობ, რადგან ინტერნეტში ბევრი რამ წავიკითხე ამასთან დაკავშირებით
პასუხი
- იუქსტავეზიკალური ნიშნავს შარდის ბუშტთან ახლოს მდებარეს, იმედია კონკრემენტი გამოიყოფს. სად არის კენჭი, შეიძლება დადგინდეს ექოსკოპიით.