რა საშუალებები არსებობს ხალხურ მედიცინაში მაღალი წ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

03-11-2011

-რა საშუალებები არსებობს ხალხურ მედიცინაში მაღალი წნევის დასაწევად? ცოტა მარტივი, რაც სახლის პირობეში გაგვიადვილდება?

პასუხი
-მაღალი წნევის შემთხვევაში უმჯობესია კარდიოლოგთან ვიზიტი და მის მიერ თქვენი ჯანმრტელობის მდგომარეობიდან გამომდინნარე მკურნალობის დანიშვნა.
რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას- ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზებისათვის, ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მლ მდუღარე, დადგით 2 სთ-ით. ასეთი სახით მომზადებული ნაყენი მიიღეთ ღვინის ჭიქით 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია  სწორი კვება . ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს კვების რეჟიმს. სასურველია საკვების მიღება დღეში 4-5-ჯერ ერთსა და იმავე დროს, ამასთან, ოპტიმალური ინტერვალი საუზმესა და ვახშამს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 საათს. შეზღუდეთ სუფრის მარილის მიღება დღეში 5 გრამამდე, სამაგიეროდ, 5-6 გრამამდე გაზარდეთ კალიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტების წილი მენიუში: ყველაზე მეტად მათ შეიცავს ლობიო, ბარდა, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, კარტოფილი, თევზეული, მწვანე ხახვი, ყურძენი, გარგარი, ატამი. კალიუმის მარილებით განსაკუთრებით მდიდარია კენკროვან მცენარეთა ნაყოფი: შავი მოცხარი, მარწყვი, ხენდრო, მოცვი, ქაცვი და სხვა.
მენიუდან სასურველია საერთოდ გამორიცხოთ ან შეზღუდოთ ცხარე საკვები, სანელებლები, მწნილეულობა, ცხოველური ცხიმებით მდიდარი საკვები, დაკონსერვებული პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალსა და ორთქლზე დამზადებულ სადილებს.
შეზღუდვები ვრცელდება დღე-ღამეში მიღებულ სითხეზეც, განსაკუთრებით კი გაზიანი და მინერალური სასმელების მიღებაზე. დღე-ღამეში მიღებული საერთო სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 ლიტრს.

swori kveba erT-erTi mniSvnelovani faqtoria arteriuli hipertenziis mkurnalobisas. es upirveles yovlisa gulisxmobs kvebis reJims. sasurvelia sakvebis miReba dReSi 4-5-jer erTsa da imave dros, amasTan, optimaluri intervali sauzmesa da vaxSams Soris ar unda aRematebodes 10 saaTs. SezRudeT sufris marilis miReba dReSi 5 gramamde, samagierod, 5-6 gramamde gazardeT kaliumis marilebiT mdidari produqtebis wili meniuSi: yvelaze metad maT Seicavs lobio, barda, zRvis kombosto, Savi qliavi, qiSmiSi, kartofili, Tevzeuli, mwvane xaxvi, yurZeni, gargari, atami. kaliumis marilebiT gansakuTrebiT mdidaria kenkrovan mcenareTa nayofi: Savi mocxari, marwyvi, xendro, mocvi, qacvi da sxva.

meniudan sasurvelia saerTod gamoricxoT an SezRudoT cxare sakvebi, saneleblebi, mwnileuloba, cxoveluri cximebiT mdidari sakvebi, dakonservebuli produqtebi, sakonditro nawarmi. upiratesoba mianiWeT wyalsa da orTqlze damzadebul sadilebs.

SezRudvebi vrceldeba dRe-RameSi miRebul siTxezec, gansakuTrebiT ki gaziani da mineraluri sasmelebis miRebaze. dRe-RameSi miRebuli saerTo siTxis raodenoba ar unda aRematebodes 1-1,5 litrs.

კომენტარები
18 თებერვალი 2016 00:50
ვარ ლაქტაციის პერიოდში როგორ უნდა მოვიქცე ან რა უნდა მივიღო წნევის დასაწევად ისე რომ ბავშვს არ ავნოს რძემ?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ