კანის რა დაავადება არის ერითრაზმა, გადამდებია თუ ა... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-10-2011

-კანის რა დაავადება არის ერითრაზმა, გადამდებია თუ არა ის და როგორ ვუმკურნალოთ მას გმადლობთ

პასუხი
-ერითრაზმა ზედაპირული ფსევდომიკოზია. მისი გამომწვევია Corynebacterium minutissimum. იგი აზიანებს ეპიდერმის ზემოთა, რქოვან შრეს. დაავადების წყაროა ადამიანი. ინფიცირება შესაძლებელია ნიადაგიდან ფეხშიშველა სიარულის დროს. დაავადების კონტაგიოზურობა დაბალია. ერითრაზმის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი ოფლიანობა.
ერითრაზმა უმთავრესად ზრდასრულ ასაკში ემართებათ და უმთავრესად - მამაკაცებს. ლოკალიზდება უპირატესად მსხვილ ნაკეცებში, განსაკუთრებით - საზარდულ-თეძოს ნაკეცში. კანის დასნებოვნებულ უბნებზე ჩნდება მსხვილი, მოყავისფრო-მოწითალო ფერის მომრგვალო ლაქები. ლაქების ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ - ქერცლიანი. ავადმყოფს არავითარი სუბიექტური ჩივილი არ აქვს. მეორეული ინფექციით გართულების შემთხვევაში ამ ნიშნებს ერთვის ანთებითი მოვლენები, ქავილი და მტკივნეულობა.
სამკურნალოდ გამოიყენება კლოტრიმაზოლი, 5%-იანი ერითრომიცინის მალამო. ნაკეცები დღეში 2-ჯერ უნდა დამუშავდეს 2%-იანი სალიცილის სპირტით. ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში მიმართავენ ერითრომიცინით თერაპიას. ჰიპერპიგმენტაცია მკურნალობის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად