ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის დაუზარელად მპასუ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

27-10-2011

-ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის დაუზარელად მპასუხობთ შეკითხვებზე:* კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი რჩევა..თქვენ რამდენად გეხებათ არ ვიცი მაგრამ იქნებ მაინც დამეხმაროთ..ერთი წელია ბიჭთან მაქვს ურთიერთობა, რომელიც თავიდანვე ძალიან თბილად და ყურადღებიანად მექცეოდა, ასე ვთქვათ "მაბავდა", ერთი სიტყვით, მოვწონდი. სიყვარული არ აუხსნია, მაგრამ რამდენჯერმე ნამიოკით უთქვამს, აშკარაა რო მეგობრებზე მეტი ვართო და ეგეთები.საერთო სანაცნობო გვყავს და ჩემს მიმართ ყოველთვის გამორჩეულად იქცეოდა, ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით და ა.შ., მეტი არაფერი. მთელი ზაფხულის განმავლობაში კი (გარკვეული მიზეზების გამო ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით მთელი ზაფხული, თბილისში არ იყო) იშვიათად მეხმიანებოდა, ასე 1-2 კვირაში ერთხელ..და მეც ჩავთვალე, რომ ყველაფერი გაქრა, ან საერთოდ არც არაფერი ყოფილა.. მაგრამ ახლა, რაც ჩამოვიდა, რამდენიმე დღე ძალიან გააქტიურდა, ყოველდღე გამოდიოდა ჩემს სანახავად, ჩემი სამეგობროს გაცნობა მოინდომა, და ისე იქცეოდა, უცხო თვალით მართლა შეყვარებულებს ვგავდით..და უეცრად, არ ვიცი, რა მოხდა მაგრამ ძალიან უყურადღებო გახდა, როგორც რიგით ნაცნობს ისე მექცევა, ჩემს დასანახავად სხვებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და ა.შ. პირადად არ მეხმიანება და არც მაგ თემაზე მელაპარაკება, რომ მიზეზი ვკითხო..მეც ვცდილობ ძალიან გულგრილად დავიჭირო თავი. პირველი ვერ წამოვიწყებ საუბარს, თან ძალიან ჯიუტი ვარ. ჩემი აზრით, შეიძლება გაბრაზებული იყოს რადგან ვაეჭვიანებდი სპეციალურად, მაგრამ ასე ხო თვითონაც იქცეოდა..ან უბრალოდ ჩემი წვალება უნდა..მაგრამ პირველი ვერ წამოვუწყებ ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ჩვენს ურთიეთობას კონკრეტული არაფერი ქვია ჯერ..თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ იქცევა ასე? ან მე როგორ უნდა მოვიქცე? უღრმესი მადლობაა .

პასუხი

პასუხობს ფსიქოლოგი  გურანდა ცაბუტაშვილი:

–მოგესალმებით. კითხვების შესახებ: რატომ იქცევა ასე? ალბად მიზეზი ექნება, მაგრამ ვერასოდეს  გაიგებთ თუ პირადად არ დაელაპარაკებით და არ გაარკვევთ თქვენს ურთიერთობას. ან შეგიძლიათ დაელოდოთ მოვლენებს  თავისთავად როგორ განვითარდება და გაექცეთ პირად საუბარს. არჩევანი თქვენზეა!

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად