-ძალიან გთხოვთ გაეცანით ჩემს მონაცემებს და მირჩიეთ რამე. ვარ 23 წლის(ქალიშვილი),მენსტრუაცია მომივიდა 13 წლის ასაკში და მის მერე არეული ციკლი მაქვს,ზოგჯერ 60 დღემდე,ძირითადად კი 40-45 დღიანი.გაზაფხულზე გადავიღე ექო:საშვილოსნოს მდებარეობა-ნორმა, ფორმა-ოვალური, კონტური-მკაფიო, სადა, საშვილოსნოს სხეულის ზომა-50/38/62, მიომეტრიუმის სტრუქტურა- ერთგვაროვანი, ექოგენობა-ნორმალური, ენდომეტრიუმის სისქე-7მმ, ერთგვაროვანი, ღრუ თავისუფალი, საშვილოსნოს ყელის სიგრძე-26მმ. მარჯვენა საკვერცხე ზომით-27/21მმ, ექოგენობა ნორმალური, სტრუქტურა-პერიფერიაზე და ცენტრალურად ისახება მრავლობითი სხვადასხვა ზომის ფოლიკულები, უდიდესი დიამეტრით 15,8. მარცხენა საკვერცხე ზომით-30/21, ექოგენობა-ნორმალური, სტრუქტურა-პერიფერიაზე ისახება მრავლობითი სხვადასხვა ზომის ფოლიკულები, უდიდესი დიამეტრით 10მმ(გადავიღე ციკლის მე-13 დღეს.პროლაქტინი-316, TSH -4,7.გინეკოლოგმა მითხრა რომ არ მაქვს გინეკოლოგიური პრობლემა და ენდოკრინოლოგთან გამიშვა.ენდოკრინოლოგმა სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის დიაგნოზი დამისვა და დამინიშნა L-თიროქსინის 6 კვირიანი კურსი,რის შემდეგაც TSH გახდა 1,24.ციკლი მაინც არეული მაქვს.იქნებ მირჩიოთ კიდევ რა გამოკვლევებია საჭირო,ან მიზეზი რა შეიძლება იყოს.გარდა ამისა სახეზე მაქვს ცოტა გამონაყარი(განსაკუთრებით თუ მენსტრუაცია დიდხანს გადამიცდა) და თმინობაც მომატებული მაქვს(ოდნავ).
პასუხობს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ისანის" მეან-გინეკოლოგი
თამარ ცაავა:
- აქ ნათლად არის გამოვლენილი ჰორმონალური დისბალანსი კერძოდ საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომისათვის დამახასიათებელი დარღვევები რომელსაც სჭირდება კვალიფიციური გამოკვლევები ჰორმონების და პასუხების მიხედვით მისაღები მკურნალობის კურსი.