გულძმარვა და შებერილობა ორსულობის პირველ კვირაში დ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

23-10-2011

-გულძმარვა და შებერილობა ორსულობის პირველ კვირაში დასაშვებია? და როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო?

პასუხი

- გულძმარვა და შებერილობა შესაძლებელია თან სდევდეს ორსულობას. შემოგთავაზებთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის სტატიიდან "საჭმლის მონელების დარღვევა ორსულებში":

შებერილობა ორსულობისა და ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი პათოლოგიაა.

მისი ასეთი ხშირი გავრცელება გამოწვეულია ქალის საჭმლის მომნელებელ სისტემაში უშუალოდ ორსულობით გამოწვეული მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებით. ამ დროს ნელდება ნაწლავების პერისტალტიკა, ნელდება მისი შიგთავსის დაცლა, შესაბამისად, მატულობს შებერილობა, შესაძლებელია გამოვლინდეს შეკრულობაც. ამას ხელს უწყობს ჰორმონული გარდაქმნები, რაც დამახასიათებელია ორსულობისთვის. ეს იწვევს მუცლის ღრუს სისხლძარღვების სისხლით გადავსებას და ამის შედეგად ნაწლავების კედლების მცირედ გამოხატული შეშუპებას.

ამასთან, ორულობის ვადის ზრდასთან ერთად საშვილოსნოს ზრდის გამო, რომელიც ავიწროვებს ნაწლავებს, იკავებს უფრო მეტ ადგილს მუცლის ღრუში და მეტეორიზმიც მატულობს.

ორსულის ნაწლავებში საჭმლისმონელების პროცესში და საკვების ლპობის გამო ვითარდება გაზების დაგროვება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში გაზები გამოიყოფა მცირე რაოდენობით და მათი გამოყოფა პრაქტიკულად შეუმჩნეველად ხდება. გაზების მომატებული წარმოქმნისას ხდება მუცლის შებერილობა და ქალი გრძნობს დისკომფორტს, მუცელში ჭრას და ზოგჯერ შეკრულობას.

რა არის ამის მიზეზი ?

ორსულებში მუცლის შებერილობის მიზეზებია :

•              ორსულებში იმისთვის, რომ საშვილოსნოს კუნთების სპაზმი მოიხსნას (სპაზმმა შეიძლება გამოიწიოს ნაადრევი მშობიარობა, თვითნებითი აბორტი) სისხლში მატულობს ქალური ჰორმონის _ პროგერტერონის შემცველობა. ორსული ქალის სისხლში ამ სასქესო ჰორმონის მატება ადუნებს ნაწლავების კუნთებს, რაც იწვევს საკვების ნარჩენების შეკავებას და გაზების გაძლიერებულ წარმოქმნას.

•              მომავალი დედის არასწორი კვება ასევე ხშირად ხდება მეტეორიზმის მიზეზი. მაგალითად, დიდი რაოდენობით პარკოსნების მირთმევა, ახალი ხილის და ბოსტნეულის, გაზიანი სასმელის მიღება. აუცილებელია იკვებოთ ზომიერი პორციებით დღეში 5-6 ჯერ. საკვეის დიდი პორციებისა იშვიათად მიღება უარყოფითად აისახება საკვების გადამუშავებაზე ნაწლავებში. ლუკმისა ცუდად დაღეჭვა და ყლაპვა იწვევს საჭმელთAნ ერთად ზედმეტი ჰაერის გადაყლაპვას.

•              მუცლის შებერილობა ორსულობის დროს შეიძლება იყოს საჭმლისმომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ნიშანი.

•              ორგანიზმში ფერმენტების გამომუშავების დაქვეითება, რომელსაც ქალი ვერ ამჩნევდა ორსულობამდე, შეიძება გახდეს მეტეორიზმის გაძლიერების მიზეზი _ ფერმენტული უკამსრიობის გამო წვრილ ნაწლავებში გადაუმუშავებელი საკვები ხვდება მსხვილ ნაწლავებში, სადაც მიმდინაორებს ლპობა და გაზების გამოყოფა.

•              ორსულობის გვიანდელ ვადებზე გადიდებული საშვლონო მიაჭყლეტს ნაწლავებს, რაც უშლის მას ნორმალურად მუშაობას.

•              სტრესები და ღელვა და ნერვიულობა ხელს უწყობს დაირღვეს ნაწლავების შობა და გაჩენილი გაზები იწვევს ქალის მოუსვენრობას.

რით ვუშველოთ?

მეტეორიზმისა და ყაბზობის მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვებას. კვება უნდა იყოს რეგულარული, მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში). ნაწლავში უნდა ჩადიოდეს რაც შეიძლება დიდი რაოდენობის უჯრედისი. იგი არ გადამუშავდება, არამედ იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მასას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას.

პირველ ტრიმესტრში ნუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით პარკოსნებს, ყურძენს, კომბოსტოს, ბოლოკს, აგერთვე რძეს, რაც აძლიერებს გაზების წარმოქმნას ნაწლავებში და მის შებერილობას.

მიირთვით ქორფა ხილი და ბოსტნეული. ამიტომ რაციონში აუცილებლად უნდა ჩაირთოს მხოლოდ ქორფა კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი. ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე შავი პური და ნიგოზი.

რაციონში აუცილებელია ჩაირთოს მსუბუქად მოხარშული ხილი და ბოსტნეული. მოხარშული ჭარხლის, შავი ქლიავის, ლეღვის, ჭერმის ჩირის ჩართვა ხელს უწყობს ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერებას და ამსუბუქებს მის დაცლას.

შავი ქლიავი უმჯობესია მიირთვათ ნაყენის სახით : 100გრ ქლიავს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ მცირე რაოდენობით შაქარი, დააფარეთ სახურავი და დატოვეთ 10-12 საათით. უმჯობესია ეს გააკეთოთ საღამოს. მეორე დღეს დალიეთ 1/2 ჭიქა ჭამამდე, ხოლო ქლიავი კი მიირთვით. ზოგიერთი უპირატესობას აძლევს უზმოზე ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას. მასში შეიძლება დაუმატოთ ერთი კოვზი თაფლი.

ეფექტურია რძემჟავა პროდუქტები, როგორიცაა მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორში, შჩი. სასარგებლოა მცენარეული ზეთები: დაშლისას ისინი წარმოქმნიან ცხიმოვან მჟავებს, და აძლიერებენ პერისტალტიკას.

ორსულები უნდა მოერიდონ მაგარ ჩაის, შავ ყავას, კაკაოს, შოკოლადს, თეთრ პურს, ცომეულ და ლორწოვან სუფებს, მანანის ფაფას, მოცვს. ყველა ეს პროდუქტი და აგრეთვე მშრალი საკვები იწვევს შეკრულობას.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
29 ოქტომბერი 2017 21:53
var orsulad merve tveshi sheberiloba mawuxebs kuch shi ver gavdivar rame sashishoaa. gtxovt mipasuxot
22 აგვისტო 2016 12:23
Gamarjobat,var erti tvis orsuli,jer konsultaciazr ar mivsulvar rom eqimisatvis mekitxa,mainteresebs eseti ram,samsazuri iseti maqvs rom mudmivad Miwevs jdoma tan kompiutertan da raimes xom ar avnebs nayops da mis janmrtrlobas?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად