ტუჩები მაქვს დამსკდარი და დახეთქილი, კანი მძვრება,... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

20-10-2011

-ტუჩები მაქვს დამსკდარი და დახეთქილი, კანი მძვრება,მექერცლება ზამთარ -ზაფხულ ასე მაქვს სულ, თან ვისველებ სულ, ბევრი ჰიგიენური საშუალება ვცადე მაგრამ არ მშველის,თან ხანდახან მეწვის,ისედი შეგრზნება მაქვს თითქოს დასიებული მაქვს, ეხლა ვხმარობ ფიტომალს (რომელიც ფარმაცეპტმა მირჩია)მაგრამ უშედეგოდ..სისხლის საერთო ანალიზიც გავიკეთე ანემია არ მაქვს ..რა ვქნა თქვენ მაინც მიშველეთ ან მირციეთ რამე თქვენი იმედი მაქვს...

პასუხი

- თუ კანი ტუჩებზე და მის ირგვლივ ინტენსიურად გექერცლებათ, პრველ რიგში უნდა გამოირიცხოს ჰეილიტი (ტუჩების ანთება), რომელიც ვირუსულიც შეიძლება იყოს და სხვა ეტიოლოგიისაც. დიაგნოზს დააზუსტებს დერმატოლოგი.

მანამდე კი გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

-პირველ რიგში გადაეჩვიეთ ტუჩენის დასველების მავნე ჩვევას (ეს ადრეც გირჩიეთ).

>ეცადეთ სწორად იკვებოთ: მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი C, E და B ვიტამინისა და თუთის და რკინის შემცველი პროდუქტები. მიიღეთ დიდ რაოდენობით სითხე.

>გამოიყენეთ ბალზამი ტუჩებისთვის. ყველაზე კარგია, თუ მის შემადგენლობაში იქნება კაკაოს ზეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგს მასზე ალერგია აქვს. ტუჩებზე ბალზამი ხშირ-ხშირად წაისვით.

>ტუჩებს დაატენიანებს ვაზელინისა და თაფლის ნარევი. ამ ნარევის გამოყენება შეგიძლიათ ტუჩების ბალზამის ნაცვლად.

>ასევე კარგია ჰიგიენური პომადის ხშირი გამოყენება;

>შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ცხარე საკვების, ციტრუსების, უხეში პურის, ორცხობილის მიღება.

>მიიღეთ აევიტი, ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში, შეგიძლიათ დღეში ერთხელ ტუჩებზე წაისვათ ზეთოვანი A ვიტამინი.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად