ორ თვეზე მეტია პლანს არ გავკარებივარ და არც სურვილ... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

19-10-2011

-ორ თვეზე მეტია პლანს არ გავკარებივარ და არც სურვილი გამჩენია, ნასვამზე მოვწიე ერთხელ და მაინტერესებს სამსახურში წარსადგენი ცნობისთვის რომ ჩავიტარო ნარკოლოგიური შემოწმება, რა ვადაა მაქსიმალური იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყო, არ ამომიგდებს?

პასუხი

-პლანის ანუ მარიხუანას მოწევის შემდეგ სისხლში ეს ნარკოტიკული ნივთიერება საკმაოდ დიდხანს დაახლოებით 3-4 კვირა რჩება და მისი გამოყოფა ხდება შარდის საშუალებით. ზოგადად ეს დრო მერყეობს მარიხუანას გამოყენების ხანგრძლივობის შესაბამისად. ერთჯერადი გამოყენებისას ის 5-8 დღეა; თვეში 2-4-ჯერ გამოყენებისას - 11-18 დღე; კვირაში 2-4-ჯერ გამოყენებისას - 23 – 35 დღე; კვირაში 5-6 -ჯერ მიღებისას - 33 – 48 დღე; ხოლო ყოველდღიური მოხმარებისას - 49 – 63 დღე.

არის კვლევები, რომელთა მეშვეობითაც ნარკოტიკი შეიძლება გამოვლინდეს შარდში, სისხლში. ზოგადად კი კვლევის შესაძლებლობა დამოკიდებულია ნარკოტიკის სახეზე. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დადგენა თმის ნიმუშითაა შესაძლებელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად თმის ნიმუშზე კვლევები აქტიურად მიმდინარეობს.  შარდის გამოკვლევით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა მისი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. თმის კვლევით კი ნარკოტიკის მიღების ფაქტის დადგენა 3-4 თვის შემდეგაც ხერხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხმარებული ნარკოტიკის სახეობისა და დოზის დადგენაც.

კომენტარები
10 აპრილი 2017 00:46
მაინტერესებს ნარკოლოგიურში შემოწმებისას ნიკოტინს ამოაგდებს?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად