წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის,ვარ 20წლის.დაახ... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

15-10-2011

-გამარჯობათ წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის,ვარ 20წლის.დაახლოებით 10 თვის წინ ამოვიღე ქვედა ყბაზე მე 6 კბილი.ამოგების პროცესი არ იყო მტკივნეული მიუხედავად იმისა რომ კბილი უკვე ჩამოშლილი იყო და დაჩირქებული.ამოგების შემდგომ იმავე დღეს მქონა საშინელი ტკივილები მეორე დღეს კი ყბა ძალიან გამისივდა.მაგრამ შემდეგ ნელ ნელა იწყო კლება თუმცა გასიებამ ბოლომდე არ გამიარა.იმის გამო რომ შობა იყო ექიმთან ამოგებიდან 4დღის შემდეგ მივედი.მითხრა არაფერი გჩირსო რა გასიებული შენ გეჩვენებაო.სოდიანი წყლის გამოვლება დამინიშნა 2 კვირა.დაახლოებით 3 კვირის შემდეგ კვლავ მივედი ექიმთან და რასაც ქვია გამომაგდო არაფერი გასიებული არ გაქო არადა ნამდვილად მაქვს ეს ჩემი ფანტაზია არ არის.უკვე ნერვოზი დამემართა ამდენი ნერვიულობით.მარჯვენა მხარეს თვალის ფორმამაც იცვალა ჩრილი ცოტა გამიდიდდა.ცხვირი და ტუჩი მარჯვნივ ცოტა აწეულია ყბაც აწეულია და მარცხენასთან შედარებით გასიებულია.ერთი სიტყვით დეფორმირებულია.ეს დზალიან შEსამჩნევი არ არის მაგრამ ოდნავ ხომ არის და მე საშინლად მრთგუნავს.გუშინ კი გავიგე რომ ეს შეიძლება ეგზოსტოზი იყოს.ტქვენივე საიტიდან შევიტყვე ეს.და უფრო ავნერვიულდი.ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა გავაკეთო არის თუ არა ეს მართლა ეგზოსტოზი და რა შეიძლება ვუშველო?ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ ვიმკურნალებ?ან როგორ ხდება ეს ოპერაცია?ან რომ არ გავიკეტო კიდევ უფრო დეფორმირდება ჩემი ყბა?ძალიან გთხოვთ მომაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია.დიდი მადლობა.გაიხარეთ

პასუხი
-ჩვენ დიაგნიზს ზეპირად ვერ დავადგენთ, რადგან ამჩნევთ რომ სახემ დეფორმაცია განიცადა, მიმართეთ  პირველ რიგში სტომატოლოგს  და  ნევროპათოლოგს. აუცილებლად დაგჭირდებათ რენტგენოკოგიური კვლევა.  რაც შეეხება ეგზოსტოზს იგი არის ხაზოვანი, სფერული ან სხვაგვარი ფორმის ერთეული ან მრავლობითი არასიმსივნური, ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე. ის ნელ-ნელა იზრდება, არც მტკივნეულია და არც სხვაგვარ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ უმეტესად შეუმჩნეველი რჩება. აღმოაჩენენ შემთხვევით, რენტგენოლოგიური კვლევისას, ან მაშინ, როცა წანაზარდი შესამჩნევი ხდება.
ეგზოსტოზის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება და გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად