მყავს წლის და 9 თვის გოგო. არის ცაცია. მაინტერესებ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-მყავს წლის და 9 თვის გოგო. არის ცაცია. მაინტერესებს რა იწვევს ცაციობას, არის თუ არა რამე ხერხი, რომ მივაჩვიო მარჯვენა ხელით ჭამას, თუ აზრი არა აქვს შენიშვნებს? რამდენად მართალია, რომ ბავშვი ითრგუნება ესეთი შენიშვნებითო და ფსიქიკაზე ცუდად მოქნედებსო?

 

პასუხი
-არავითარი ხერხები არ არის საჭირო, მიეცით ბავშვს საშუალება ჭამოს იმ ხელით, რომლითაც უნდა. ბავშვებს, რომლებსაც მარცხენა ხელი აქვთ წამყვანი, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ერთ-ერთი ხელის წამყვანი როლი დაბადებიდანვე, უფრო ზუსტად, მუცლადყოფნის პერიოდიდანვეა განსაზღვრული. შესაძლოა, ტენდენციებს აკვირდებოდეთ, მაგრამ არამც და არამც არ სცადოთ, ცაცია გადააჩვიოთ მარცხენა ხელის უპირატეს გამოყენებას. ეს სავალალო შედეგს გამოიღებს - თავის ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირი დაირღვევა. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა, დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ: ასეთი დასკვნის გაკეთება მხოლოდ 5-6 წლისთვის შეიძლება. მანამდე უმჯობესია, ბავშვს ფანქრის ორივე ხელში დაჭერა შევთავაზოთ. ნუ აიძულებთ, საგნები აუცილებლად მარჯვენა ხელით აიღოს. მიეცით საშუალება, გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად