ჩემი გოგონა პირველ კლასშია და დაგვეწყო ვნებათა ღელ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

11-10-2011

-ჩემი გოგონა პირველ კლასშია და დაგვეწყო ვნებათა ღელვა და სწავლასთან დაკავავშირებით პრობლემები. ყოველთვის გონიერი ბავშვი იყო და არასოდეს გასჭირვებია ლექსის ათვისება ან საერთოდ რამის, ბაღში ასე იყო, ეხლა, რაც სკოლა დაიწყო, ვატყობ, რომ ეს ის ბავშვი აღარაა, სულ გონებაგაფანტულია, სკოლიდან სახლამდე ერთი სიტყვა ვერ მოაქვს და ისედაც გაკვეთილების მომზადება და ათვისება ძალიან უჭირს. საერთოდ ძალიან უჭმელი ბავშვია და ეჭვი მაქვს, რომ ვიტამინების ნაკლებობით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული, შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს და ამ შემთხვევაში რა ვქნა, რა ვიტამინის მიცემა შეიძლება პროფილაქტიკურად ან იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და საერთოდ როგორ მივუდგე?

 

პასუხი
-პირველ რიგში უნდა მიმართოთ პედიატრს, რათა ჩატარდეს ბავშვის ზოგადი გასინჯვა, სისხლის საერთო ანალიზი და დაზუსტდეს, არის სახეზე რაიმე პათოლოგია თუ არა. ვიტამინების პროფილაქტიკურად მიღების აუცილებლობა წლის ამ პერიოდში არ არის, თუ ექიმმა გამოავლინა ვიტამინების ნაკლებობის სიმპტომები, ააუცილებლად დანიშნავს მათ. რაც შეეხება სწავლას,  სწავლა ბაღში და სკოლაში განსხვავებული პროცესებია. ბაღში სწავლა არის თამაში, ხოლო სკოლაში სწავლა შრომაა. ნებისმიერ ბავშვს ამ პროცესის დაწყება ეზარება და უჭირს. საჭიროა თქვენი დახმარება, მეტი მეცადინეობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად