ვარ 25 წლის ბიჭი, მაქვს სერიოზული ნერვოზი, რისი ბრ... | სექსოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სექსოლოგია

კატეგორია - სექსოლოგია

11-10-2011

-ვარ 25 წლის ბიჭი, მაქვს სერიოზული ნერვოზი, რისი ბრალიც ზუსტად ვიცი, რომ არის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. 17-19 წლის ასაკში ხშირად მივმართავდი მასტურბაციას, რამაც გამოიწვია პოტენციის დაქვეითება. 22 წლის ასაკში ორჯერ მქონდა ერთ ქალთან ურთიერთობა, თუმცა ძალიან სწრაფად გავათავე ორივეჯერ და მის შემდეგ აღარც ვყოფილვარ ვინმესთან. ურთიერთობის მოთხოვნილება მაქვს ძალიან. ძალიან მერიდება ასეთ თემაზე რომ გწერთ მაგრამ ნერვოზისგან უკვე უძილობაც დამეწყო. როგორ მოვიქცე?

პასუხი
-სანერვიულო არაფერია, დღეს შესაძლებელია ერექციული დისფუნქციის ეფექტური მკურნალობა, მთავარია, დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. თქვენი მონათხრობის მიხედვით გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვნი პრობლემის მიზეზი ფსიქოლოგიური ხასიათისაა, თუმცა აუცილებელია გამოკვლევების საფუძველზე სხვა მიზეზების გამორიცხვა.  მკურნალობას ფსიქოლოგიური მიზეზით გამოწვეული ერექციული დისფუნქციაც საჭიროებს. რაც შეეხება ნაადრევ ეაკულაციას (ნაადრევ თესლდანთხევას) მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ხასიათის. ფიზიოლოგიური მიზეზიდან აღსანიშნავია ანთებითი პროცესები, იშვიათი სექსი, გარკვეული პრეპარატების მიღება (პრეპარატები რომლებიც აგზნებაზე მოქმედებენ) და სხვა. გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე.
გირჩევთ მიმართოთ სექსოპათოლოგს.
რეკომენდებული კლინიკები
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად