ვარ 34 წლის მამაკაცი,დავოჯახდი 5 თვეა და მეუღლე ჯე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-10-2011

-გამარჯობათ,ვარ 34 წლის მამაკაცი,დავოჯახდი 5 თვეა და მეუღლე ჯერ ფეხმძიმედ არ არის.დაოჯახებიდან მეორე თვეს ვიყავით ჟორდანიას სახელობის კლინიკაში პროფილაქტიკური გამოკვლევისათვის.იქ უროლოგმა ჩამიტარა ერთკვირიანი მკურნალობა,ანდროლოგმა კი ორკვირიანი მკურნალობა და მითხრა რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა,ასევე მეუღლემ ჩაიტარა გინეკოლოგთან რამდენიმე კვირიანი მკურნალობის კურსი და მასაც ანალოგიური პასუხი მისცეს რომ ყველაფერი ნორმალურად ქონდა,მაშ მაინტერესებს ნორმალურია თუ არა ის ,რო ამდენი ხანი ფეხმძიმედ არ არის.შეიძლება გაგეცინოთ ამ შეკითხვაზე,მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხი.ეხლა ვსვამ ,,ანტიოკსიკაპს ს სელენომ''და მაინტერესებს ამ პრეპარატზე თქვენი შეხედულება,მინდა განმეორებით ჩავიტარო სპერმის ანალიზი და ეს პრეპარატი ხელს ხომ არ შეუშლის ამ ანალიზს?

პასუხი
-თუ ერთი წლის განმავლობაში რეგულარული და დაუცველი სექსობრივი ურთიერთობის მიუხედავად არ დგება ორსულობა, მაშინაა საუბარი უშვილობაზე და საჭიროა, ქალმა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი-ანდროლოგს. თქვენ კი ჯერ 5 თვის დაოჯახებული ბრძანდებით.
თქვენ გვწერთ, რომ ჩაიტარეთ მკურნალობა უროლოგთან და ანდროლოგთან. რატომ, რა დიაგნოზი დაგესვათ? მეუღლე რაზე მკურნალობდა?
რაც შეეხევა ანტიოქსიკაფს სელენით, ეს ვიტამინების კომპლექსია და იგი სპერმის ანალიზზე არ იმოქმედებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად