რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, ციკლს ველოდებოდი 2-ში და გადამიცდა, გავიკეთე ტესტი, მაგამ უარყოფითია. რამდენად ნორმალურია? შეიძლება რომ ტესტი ცდებოდეს? დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი
-ხელახლა გაიკეთეთ ტესტი. ტესტს ცრუ-უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს შემდეგ შემთხვევებში: -ტესტის ორსულობის ძალიან ადრეულ ვადაზე იქნა გაკეთებული, როცა სისხლში ქორიონგონადოტროპული ჰორმონი, რომლის დონეც განსაზღვრავს ტესტის დადებით პასუხს, ჯერ კიდევ არ არის იმ კონცენტრაციამდე მომატებული (მისი რაოდენობა ორსულობის პირველი დღეებიდანვე თანდათანობით მატულობს), რომ ტესტი მის მიმართ მგრძნობიარე იყოს, ამიტომ შეცდომის თვიდან ასაცილებლად უმჯობესია ტესტი მოსალოდნელი მენსტრუაციის გადაცილებიდან მე-2-მე-3 დღეს ჩატარდეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში 2-3 დღეში გამეორდეს. -თირკმელების დაავადების დროს. როცა დარღვეულია თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია და ორგანიზმიდან შარდთან ერთად დაშლის პროდუქტების, მათ შორის ქორიონგონადოტროპული ჰორმონის, გამოყოფის პროცესი. თირკმლისმიერი ფილტრაციის მოშლა შეიძლება განვითარდეს ასევე გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის და ათეროსკლეროზის დროს. -მუცლის მოშლის საშიშროების დროს ქორიონგონადოტროპული ჰორმონის დონე კლებულობს, ამიტომ შეიძლება ტესტი უარყოფითი იყოს.