რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- გამარჯობათ.. მაწუხებს შეკრულობა..ყოველ დილით ვჭამ გერკულესის ფაფას.ადრე მშველოდა მაგრამ ეხა აღარ მშველის..ასევე ვსვავ სენადექსინს მაგრამ კუჭს მატკიებს..მინდა რამე ხალხური მედიცინიდან მირჩიოთ რამე დავიღალე ამ აბების სმით : (((
პასუხი
- კოლიტი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებაა. ქრონიკული კოლიტის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს ნაღვლის ბუშტში, პანკრეასში ან ნაწლავებთან ორგანულად დაკავშირებულ სხვა ორგანოებში ინფექციის არსებობამ, აგრეთვე ხანგრძლივმა ერთგვაროვანმა კვებამ, რაციონში ძნელად მოსანელებელი საკვების დიდი რაოდენობით ჩართვამ, ცხარე საკვების მიღებამ და ალკოჰოლმა. ქრონიკული კოლიტი სხვადასხვაგვარია სიმძიმის, გავრცელების და დაავადების სტადიის მიხედვით. გამწვავებისას ადამიანს აღენიშნება უმადობა, გულისრევა, საერთო სისუსტე, გაურკვეველი ლოკალიზაციის მოვლითი ტკივილი, ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა. გამწვავებას კი ხელს უწყობს ნაწლავის გამაღიზიანებელი ან ალერგიის გამომწვევი საკვების (მარინადების, კონსერვების, ციტრუსების, კომბოსტოს და სხვა) მიღება, გადაღლა, ემოციური გადატვირთვა, ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება. ხალხური მედიცინა კოლიტის სამკურნალოდ გვთავაზობს სპეციალური დიეტის დაცვას და სამკურნალო მცენარეების ნაყენთა მიღებას: -შეურიეთ ერთმანეთს 2 ს.კ. პიტნა, 1 ს.კ. კამა 6 .სკ. გვირილა და 1 ს.კ. ვალერიანის ძირები. ამ ნარევის 2 ს.კ. ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ასე დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს კი მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 თვეა. -აიღეთ თანაბარი რაოდენობით სალბი, პიტნა, გვირილა, კრაზანა და ძირა. ამ ნარევის 2 ს.კ.-ით და 1 ლიტრი წყლით დააყენეთ ნაყენი თერმოსში ღამის განმავლობაში. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუ ქრონიკული შეკრულობა გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ ასეთი ნაყენი: -აიღეთ 1 ს.კ. ხეჭრელი, 1 ს.კ. ძირტკბილა და 1 ს.კ. კამა. ამ ნარევის 2 ს.კ.-ს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი. გადმოდგით, შეაგრილეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე.