მყავს 6 თვის გოგონა. დაიბადა 37 კვირის საკეისრო კ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
01-10-2011

-გამარჯობათ, მყავს 6 თვის გოგონა. დაიბადა 37 კვირის საკეისრო კვეთით. გულზე ქონდა პრობლემა, ოვალური ხვრელი არ იყო დახურული (0,4 სანტიმეტრი), მითხრეს რომ დროთა განმავლობაში დაიხურებაო. მაინც 6 თვეზე გადააკონტროლეო. ბავშვს ტუჩის გარშემო ულურჯდება ანუ ციანოზი აქვს, ეს ოვალურ ხვრელთან ხომ არ არის დაკავშირებული? გულზე რა უნდა გადავუღო და სად არ ვიცი, ხომ ვერ მირჩევდით რამეს. კუჭშიც სულ შეკრულია, 2 დღეში ერთხელ გადის მაგრამ არ აწუხებს, გაზებზე გადის. ექიმმა ლაქტო-ჯ მირჩია. რამდენად კარგი პრეპარატია, ხომ ვერ მეტყოდით, შეჩვევას ხომ არ იწვევს? რაიმე ანალიზი ხომ არ არის საჭირო? ვიგანტოლი შეიძლება დავალევინო? რომ დაიბადა, მაშინ დავალევინე 1 თვე. მითხრეს დაალევინეო და ექიმის გარეშე არ ვაძლევ. (ექიმი შვებულებაშია).

პასუხი

-ძალიან დიდია ალბათობა, რომ ტუჩების ირგვლის სილურჯე ანუ ციანოზი დაკავშირებული იყოს სწორედ გულის სარქველების პათოლოგიასთან. უნდა მიმართოთ ჯო-ენის ცენტრს, რომელიც მდებარეობს დიღომში. ეს არის კარდიოქირურგიული ცენტრი, სადაც ტარდება ბავშვების მკურნალობა. ჩატარდება გულის ექოსკოპია და დადგინდება ამჟამად როგორია მდგომარეობა. რაც შეეხევა კუჭის მოქმედებას, აქ ასაღელვებელი არაფერია, რადგანაც ბავშვი (და მოზრდილი ადამიანიც) შეიძლება კუჭში გადიოდეს დღეში 3-დან 3 დღეში 1-მდე სიხშირით. თუ მას არა აქვს დისკომფორტი და განავალი ნორმალურია, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. ვიგანტოლი ამ ასაკის ბავშვისათვის აუცილებელია მთელი პირველი წლის განმავლობაში.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად