.მაქვს ძალიან გამომშრალი თმის ძირები,მაქვს ქერტლი ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

28-09-2011

-გამარჯობათ.მაქვს ძალიან გამომშრალი თმის ძირები,მაქვს ქერტლი და ძალიან მექავება..რა შეიძლება რომ ვიხმარო..

პასუხი
-- ალბათ გაქვთ მშრალი სებორეია, ამ დროს ადამიანს ხშირად უჩნდება ქერტლი, თმები უხდება თხელი, ადვილად მტვრევადი, ადვილად ძვრება და იღებს დაზიანებულ შესახედაობას. კანისა და თმების სიმშრალეს ორგანიზმში რამდენიმე ვიტამინის დეფიციტი (განსაკუთრებით A ვიტამინის) განაპირობებს, რის შედეგადაც ირღვევა ნერვული და ენდოკრინული სისტემის მუშაობა. ფარისებრი ჯირკვლის არასათანადო მუშაობას გამუდმებით ახლავს თმების, წარბებისა და წამწამების სიმშრალე და ცვენა. შესაძლებელია, კანის ძლიერი გუცხიმოვნებაც განვითარდეს.
მკურნალობის მიზნით გამოიყენეთ პოლკორტოლონი tc აეროზოლი თავში შესაზელად, დღეში 2-ჯერ 10 დღე. თავის დასაბანად გამოიყენეთ ტოპიკის შამპუნები მშრალი სებორეისთვის განკუთვნილი. 
ხალხური მედიცინიდანაც გვინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
თმების სიმშრალის შემთხვევაში სასარგებლოა თავის დაბანვა 37 გრადუსამდე შემთბარი ცხიმმოხდილი მაწვნით. თმებზე უნდა წაისვათ მაწონი, თავზე მოიხვიოთ პერგამენტის ქაღალდი და შემდეგ შალის თავშალით შეიფუთოთ. 20-30 წუთის შემდეგ განმეორებით უნდა წაისვათ თავზე მაწონი და თითის წვერების ენერგიული მოძრაობით გაიკეთოთ თავის ქალის მასირება, შემდეგ თავი უნდა დაიბანოთ ცხელი წყლით (შამპუნისა და საპნის გარეშე).
თუ თმების სიმშრალე მკვეთრადაა გამოხატული, მაშინ მაწონი შეცვალეთ კვერცხის გულით. 2 ცალი კვერცხის გული გახსენით 1/4 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1/2 ჭიქა არაყი და 5-8 მლ სპირტი. ეს ნარევი შეიზილეთ კანში, რის შემდეგაც თმები საგულდაგულოდ დაიბანეთ ცხელი წყლით.
მშრალი სებორეის დროს თმებსა და თავის კანს არ ყოფნის ბუნებრივი ცხიმი. ამიტომ თავის დაბანვის შემდეგ სასარგებლო იქნება თითების წვერებით თავის კანში მცირე ოდენობით ცხიმის შეზილვა. კარგად მოქმედებს შემდეგი კრემი: 10 გ კაკაოს ცხიმის, 25 გ ზეითუნის ზეთის, 5 გ აბუსალათისნის ზეთისა და 10 გ ოდეკოლონის ნარევი. ასევე სასარგებლოა საქონლის ძვლის ტვინისა და ღორის ქონის ნარევი: 25 გ საქონლის ძვლის ტვინი და 50 გ ღორის ქონი უნდა გაალღოთ ცხელი წყლის აბაზანაზე, დაამატოთ 1გ ბენზოლისა და 1გ სალიცილის მჟავა. ყველაფერი კარგად და დიდხანს ურიეთ. სუნისათვის შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი სუნამო. მცირე რაოდენობით ნარევი გასრისეთ ხელის გულებით და წაუსვით გრძელი თმების ბოლოებს.
კანის სიმშარალის დროს რეკომენდირებულია ნაღების კარაქი, რძე, კვერცხი, ვირთევზა, თევზის ქონი. სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული (ხურმა, ფორთოხალი, სტაფილო, გოგრა, კომბსტო და სხვა). აუცილებელია, ზოგად გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება, შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა (ღამის სრულფასოვანი ძილი), სპორტით დაკავება და კანის სველი პირსახოცით დაზელვა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად