დიდი მადლობა პასუხისათვის :). 35 კვირის ორსული ვა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

24-09-2011

- დიდი მადლობა პასუხისათვის :). 35 კვირის ორსული ვარ, დაახლოებით 32 კვირიდან მაწუხებს მარცხენა ფეხის ძლიერი ტკივილი მენჯის სახსართან (მხოლოდ წოლის დროს და წამოდგომის დროს). ასევე წელის ტკივილიც. უკვე ერთი კვირაა რაც სიარულის დროს მტკივა ბოქვენის ძვალიც. არის ეს საშიში? რამდენად ხშირია ეს ორსულებში? ამ დროს აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
- ასეთი შემთხვევები ორსულებში საკმაოდ ხშირია და ეს გაზრდილი ნაყოფის ნერვზე, სახსრებზე ან სისხლძარღვებზე ზეწოლის შედეგია. საშიში არაფერია - მშობიარობის შემდეგ ყველაფერი გაივლის, თუმცა კონკრეტული რჩევა უმჯობესია თქვენს გინეკოლოგს ჰკითხოთ, რომელიც უკეთ იცნობს თქვენს მდგომარეობას. თუ მენჯი ვიწრო არ არის, ასეთი ტკივილები არა არის საკეისროს ჩვენება - ეს საკითხიც თქვენმა გინეკოლოგმა უნდა გადაწყვიტოს.
რაც შეხება ბოქვენის ძვლის ტკივილს, თვენ საჭიროებთ სრულფასოვან ულტრასობოგრაფიულ (ექოსკოიურ) კვლევას - უნდა განისაზღვროს ბოქვენის ძვლების დაშორების ხარისხი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად