სახეზე კან ქვეშ მაქვს წითელი გამონაყარი.ხანდახან ზ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-09-2011

-სახეზე კან ქვეშ მაქვს წითელი გამონაყარი.ხანდახან ზევიდანაც მაქვს ამობურცული,მაგრამ დროდადრო ზევიდან გადამდის ხოლმე და მიწყნარდება სახე მაგრამ ეს კანქვეშა წერტილები მუდმივად მაქვს.ეს არ გავს ლაქებს,ეს უფრო ადგილ-ადგილ,წვრილ-წვრილად დაგუბებულ სისხლს გავს.აღმომაჩნდა ოქროსფერი სტაფილოკოკი.სახეზე ვერც წყალს და ვერც სპეციალურ გამწმენდ საშუალებებს ვერ ვხმარობ ,რადგან ძალიან მიწითლდება და მიღიზიანდება სახე.უამრავ ექიმთან ვყოფილვარ და უამრავი წამალი გამომიყენებია,მაგრამ არაფერმა არ მიშველა.დავიჯერო ასეთი მოურჩენელია ეს ოქროსფერი სტაპილოკოკიი?ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე

პასუხი
- სტაფილოკოკი ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ბაქტერიაა. იგი ადამიანის კანზეც ბინადრობს, მაგრამ დაავადებას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია. როდესაც სტაფილოკოკური ინფექცია ვითარდება, უნდა ვეძებოთ მიზეზი, რამაც დააქვეითა ორგანიზმის დამცავი ძალები.

იმისათვის, რომ ორგანიზმის თავდაცვის სისტემამ ნორმალურად იფუნქციონიროს, საჭიროა შემდეგი დაცვითი მექანიზმების აქტიურობა:

-იმუნური სისტემა;

-ნორმალური ნივთიერებათა ცვლა;

-დაბალანსებული ჰორმონული სტატუსი;

-შინაგან ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირება;

-კანისა და ლორწოვანი გარსების მთლიანობის შენარჩუნება.

დამცავ ძალებს საგრძნობლად ასუსტებს რამდენიმე ფაქტორი:

-არასწორი კვება;

-უმოძრაობა (ჰიპოდინამია);

-ქრონიკული სტრესი;

-მავნე გარემო პირობები.

სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობის თანამედროვე სქემა ასეთი გახლავთ:

1. ახალი თაობის ანტიბიოტიკებისა და ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება;

2. მკურნალობის ქირურგიული მეთოდების გამოყენება;

3. იმუნომოდულაცია (იმუნიტეტის გაძლიერება);

4. ნივთიერებათა ცვლისა და ჰორმონული ბალანსის მოწესრიგება ვიტამინებით, მინერალებით და მცენარეული პრეპარატებით.

ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ თითოეული პუნქტის შესახებ:

უნდა ვიცოდეთ, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი ძალიან ადვილად ხდება მედეგი ანტიბიოტიკებისადმი, ამიტომ ანტიბიოტიკების თვითნებური, უკონტროლო არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება დაავადება სწრაფად პროგრესირდეს. სტაფილოკოკური ინფექციის მკურნალობისას საჭირო ხდება ახალი თაობის ანტიბიოტიკთა გამოყენება, რომელთა მიმართ სტაფილოკოკი მგრძნობიარეა.

ქირურგიულ მეთოდს იყენებენ ადგილობრივი ჩირქოვანი პროცესების სამკურნალოდ.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად გამოიყენება მცენარეული პრეპარატები: ექინაცეა, ელეუტეროკოკი, ჟენშენი, პანტოკრინი, კორდიცეპსი.

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად ინიშნება ვიტამინურ- მინერალური კომპლექსები.

ეს არის ზოგადი ინფორმაცია სტაფილოკოკური ინფექციის შესახებ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად