ვარ 40 წლის ქალი, სისხლში აღმომაჩნდა ქოლესტერინი 3... | ნივთიერებათა ცვლა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნივთიერებათა ცვლა
20-09-2011

-ვარ 40 წლის ქალი, სისხლში აღმომაჩნდა ქოლესტერინი 375, როგორ ვუმკურნალო თავს და რა წამალი მივიღო, საშიშია თუ არა? გთხოვთ მომწეროთ. წინასწარ გიხდით მადლობას და რა არის ტრიგლიცერიდი და რა მოვალეობა აკისრია მას სისხლში?

 

პასუხი
-პირველ რიგში დააზუსტეთ, ხომ ნამდვილად მშიერმა ჩააბარეთ სისხლი და ხომ იყო გასული წინა საღამოს კვებიდან 10-12 საათი. მომატებული ქოლესტერინი არის ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორი, ამიტომ საჭიროა მის დაქვეითებაზე ზრუნვა. ამ მიზნით რეკომენდებულია დიეტა, ფიზიკური დატვირთვა, წონის ნორმალიზაცია, შესაძლოა გადაწყდეს მედიკამენტური მკურნალობაც, თუმცა მანამდე აუცილებელია ჩატარდეს არა მარტო საერთო ქოლესტერინის, არამედ სხვა ცხიმოვანი კომპონენტების შემცველობის განსაზღვრაც. ტრიგლიცერიდი არის ცხიმოვანი ნივთიერებების - ლიპიდების ერთ - ერთი სახე. სისხლში ტრიგლიცერიდების და ტრიგლიცერიდებით მდიდარი ლიპოპროტეინების კონცენტრაციის მომატება ათეროგენეზის რისკფაქტორებად განიხილება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად