ვარ 28 წლის ბიჭი და ინტესიურად მცვივა თმები. უკვე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

20-09-2011

-გამარჯობათ, ვარ 28 წლის ბიჭი და ინტესიურად მცვივა თმები. უკვე საგრძნობლად შემითხელდა, არც შამპუნებმა და არც ზეთებმა არაფერი არ მიშველა. თუ შეიძლება მირჩიეთ რისი გაკეთება შეიძლება თმის ცვენის შესაჩერებლად, რა გამოკვლევები უნდა გავიკეთო და სად უნდა მივიდე ? ფარისებრი ჯირკვალი გამოვიკვლიე და არ მაქვს დარღვევა. ვიტამინებსაც ინტესიურად ვიღებ და სისხლი ნორმალურ მდგომარეობაში მაქვს. სხვა მიზეზი რა შეიძლება იყოს ? და საერთოდ ამ საკითხს მედიცინის რომელი სფერო იკვლევს ? თუ კატეგორია არასწორედ შევარჩიე ბოდიშს ვიხდი.

პასუხი
-უნდა მიმართოთ დერმატოლოგს. მამაკცებში თმის ცვენის უხშირესი მიზეზია ანდროგენული ალოპეცია. ანდროგენული ალოპეცია პროგრესირებადი გამელოტებაა, რომელსაც თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედება იწვევს. ის გენეტიკურად განწყობილ პირებს ემართებათ. დაავადება შეიძლება აღმოცენდეს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თუმცა უმეტესად 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ასეთ შემთხვევაში რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს. თმის ცვენის მიზეზი დადგენი და შესაბამისი მკურნალობის მიზნით უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად