თქვენი რჩევა მინდა როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო.სუ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

12-09-2011

-გამარჯობათ,თქვენი რჩევა მინდა როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო.სულ თავიდან დავიწყებ,4 თვის შეყვარებულები ვიყავით როცა დაიჭირეს,გახსენებაც არ მინდა რა გადავიტანე,მთელი ორი თვე ვათენებდი ტირილში,ვმუშაობდი და სამსახურმა გადამატანინა მთელი დღე დატვირთული ვიყავი მაგრამ ცრემლებს და დარდს იქაც ვერ ვიშორებდი,მოკლედ ერტი წელი პატიმრობა და ხუთი ცელი პირობითი მიუსაჯეს,მთელი ერთი წელი ყურადღებას არ ვაკლებდი,კვირაში ორჯერ წერილს ვწერდი და ვდილობდი ჩემი მისადმი სიყვარული იქ ეგრძნო და თავი მარტო რომ არ ეგრძნო ყველაფერს ვაკეთებდი.მერწმუნეთ მისი სიყვარული მაძლიერებდა და ძალას მმატებდა,იქიდან მპირდებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეც ამ იმედით ველოდი,გავიდა ის საშინელი ერთი წელი და გამოვიდა,უბედნიერესი ვიყავი ისიც ესე იყო,უბრალოდ ერტი პრობლემა იჩნედა თავს იშვიათად მისი დალევა ხდებოდა ჩემი ნერვიულობის მიზეზი,თავიდან იშვიათად სვამდა,7 თვეა გამოვიდა და ამ ბოლო დროს ხშირად სვამს სწორედ სიმთვრალის გამო მოხდა იმ ციხეშიც,ყავს უსაკმური ძმააკცები არც თვითონ არის დაკავებული რამით დედის და მამის შემყურეა,რომ დალვეს თელეფონს მითისავ, ვერ ვუკავშირდები ვერ ვგებულობ სად არის და რსა აკეტებს და ამან დამმართა ნერვოზი,რომ გამოფხიზლდება მერე ბოდიშბეს მიხდის და მპირდება რომეგრე არ იზამ მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება, ვიცი ვუყვარვარ,ვევედრები რომ დავშორდეთ ა ჩვენ ჩვენი გზა ვნახოთ მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს,ვიი ვუყვარვარ და ეს ბევრჯერ დამიმტკიცა მაგრამ სულ ცოტას ვითხოვ მისგან და უჩირს ამის გაკეთება,მგონია რომ მის დძმაკაცებს უფრო მნიშვნელოვანად თვლის იმათ გულისთვის ყველაპრისთვის მზად არის,არაფერი არ გამივიდა,არც ხუბით არც კარგი გულით,გთხოვთ მირჩიეთ რა ვქნა როგორ მივუდგე, დამეხმარეტ გთხოვთ,ძალიან მიყვარს და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი,შეიძლება ოტას ვაზვიადებ მაგრამ მე ზედმეტად შეყვარებული ვარ მასზე მაგრამ ესე ურთიერთობა არ შემიძლია,ბოდიშით და მადლობთ...

პასუხი
-თუ უყვარხართ, მაშინ ამ სიყვარულის შენარჩუნებისთვის უნდა გაიღოს ,,მსხვერპილი“ და სმას თავი დაანებოს, თუ ალკოჰოლს დამოუკიდებლად ვერ აღწევს თავს, მაშინ უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს, რომელსაც ალკოჰოლიკებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. შეეცადეთ ეს პრობლემა მოაგვაროთ მანამდე, სანამ მასთან ოჯახს შექმნით, რადგან შემდეგ გაცილებით რთული იქნება ამ პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იშოვოს სამსახური, ან დაეუფლოს რაიმე ხელობას, ან გაიღრმავოს ცოდნა უცხო ენებში, კომპიუტერულ პროგრამებში (არის სპეციალური კურსები) და ასე უფრო გაუადვილდება სამსახურის შოვნა. ერთი სიტყვით, უნდა გაუჩნდეს ინტერესი ცხოვრებაში.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად