-თითქმის დღე-გამოშვებით ვიკეთებ ტესტს, მაგრამ არაფერია, ექოზეც ვიყავი, ნაყოფი არ ჩანსო და 1 კვირის მერე დამიბარეს, შეილება გვიან გამოჩნდესო. თუ ფეხმძიმობა არ არის, რატომ არ მომდის თვიური, ამან შეილება დაფეხმძიმებაში ხელი შემიშალოს? ძალაინ მეშინია
პასუხობს შ.პ.ს "რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის" ექიმი-გინეკოლოგი, ქეთევან ტაბუცაძე.
- ერთი კვირის შემდეგ მიდით ექოზე, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ ორსულობა მართლაც არის თუ არა, ექოსკოპია უტყუარია, ტესტი კი ზოგჯერ ცდება ხოლმე. თუ ერთი კვირის შემდეგაც არ დაფიქსირდა ორსულობა, მაშინ ეს მენსტრუალური ციკლის დარღვევაა რაც სხვადასხვა ფაქტორებისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და თუ მსგავსი ცვლილებები მანამდე არ აღგენიშნებოდათ ე.ი. საგანგაშო არაფერია.