-ლაქტაციის პერიოდში დამჭირდა მკერდის მასაჟი, ერთმა ექთანმა გამიკეთა ცუდად, რის გამოც რომელი მკერდიც არ მტკიოდა, ის ამტკივდა, შემდეგ მოვიყვანე სხვა სპეციალისტი, რომელიც დამეხმარა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მარჯვენა ძუძუ გაცილებით პატარაა, ვიდრე მარცხენა (მანამდე თანაბარი მქონდა), თავისთავად რძეც უფრო ნაკლები მაქვს მარჯვენაში, უკვე ისეთი შესამჩნევია ცვლილება, რომ გარეთ გასვლა აღარ მინდა, რით შეიძლება ამ პრობლემას ვუშველო, რომ მარჯვენაში მეტი რძე წამოვიდეს და ცოტა მაინც გათანაბრდეს მკერდი? ლაქტაციის პერიოდის გასვლის შემდეგაც ასე დამრჩება თუ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და დიდი მადლობა კიდევ არაერთხელ ჩემი დამხარებისთვის.