წინა კითხვის პასუხიდან გავიგე, რომ ორქიანი საშვილ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

01-09-2011

-გამარჯობათ, წინა კითხვის პასუხიდან გავიგე, რომ ორქიანი საშვილოსნო პათოლოგია ყოფილა და ტქვენ სტატიაც მირჩიეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვე საიტზე და იქნებ ორიოდე სიტყვით განმიმარტოთ, რამდენად საშიშია ეს პათოლოგია და რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, ან დაორსულებას თუ შეუშლის ხელს? 20 წლის ქალიშვილი ვარ..მადლობთ

პასუხი
-განასხვავებენ ორრქიანი საშვილოსნოს სამ ფორმას: უნაგირას, არასრულსა და სრულს.
არასრული ფორმის დროს ორ რქად განცალკევება მხოლოდ ზედა მესამედში შეიმჩნევა. ამ დროს საშვლოსნოს რქების ზომა და ფორმა, წესისამებრ, ერთნაირია.
სრული ფორმის შემთხვევაში ორ რქად განცალკევება ხდება ასე: რქები ურთიერთსაპირისპირო მხარეს გადაიშლება დიდი ან მცირე კუთხით. სწორედ ამ კუთხის სიდიდით განისაზღვრება ანომალიის გამოხატულების სიმკვეთრე.
ერთი ყელის მქონე ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში ორსულობა უმეტესად ერთ-ერთ რქაში ვითარდება, ძალიან იშვიათად – ორივეში ერთად. ორსულობამ და მშობიარობამ შესაძლოა გაურთულებლად ჩაიაროს, თუმცა დიდია მუცლის მოშლის ალბათობაც, ამიტომ ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში გინეკოლოგის მეთვალყურეობა სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის არასწორი მდებარეობის რისკიც. მოსალოდნელია აგრეთვე პლაცენტის არასწორი მდებარეობა, რაც მისი აშრევების საფრთხეს ქმნის. საშვილოსნოს ასეთი შენების შემთხვევაში ნაყოფს შესაძლოა ისეთი მდებარეობა ჰქონდეს, რომ ბუნებრივი გზით მშობიარობა შეუძლებელი გახდეს. ასეთ დროს საკეისრო კვეთას მიმართავენ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საშვილოსნოს ანომალიის ქირურგიული გზით გამოსწორება. ოპერაცია ეფექტურია, ოპერირებულ პაციენტებში მუცლის მოშლის საშიშროება 90-95%-იდან 25-30%-მდე იკლებს.
უნაგირა საშვილოსნო რამდენადმე გაგანიერებულია, ძირში აქვს პატარა ჩაღრმავება, ორ რქად განშრევება უმნიშვნელოდ არის გამოხატული, ანუ საშვილოსნოს რქები თითქმის მთლიანად არის შეხორცებული (გამონაკლისია ფუძე).
ასეთი ფორმის საშვილოსნოს დროს ჩასახვა შესაძლებელია. შესაძლოა, ორსულობა ნაადრევად შეწყდეს.
თუ უნაგირა საშვილონოს აქვს ტიხარი, ორსულობა ხშირად სპონტანური აბორტით სრულდება.
უნაგირა საშვილოსნოს ხშირად ერწყმის მენჯის შევიწროება. საშვილოსნოს პათოლოგია ნაყოფის არასწორ მდებარეობას იწვევს, რაც ბუნებრივი გზით მშობიარობას შეუძლებელს ხდის. ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთას მიმართავენ.
ორრქიანი საშვილოსნოს დიაგნოსტიკის და მის შედეგად ჩამოყალიბებული უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური  მეთოდია ჰისტეროსკოპია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
25 მარტი 2018 12:51
dzalian gtxoov pirvelad gwertt daa ar damtoovot upasuxoot ..exan gavikete operaciaa lazerulit mqoonda orqiani sashvilosnoo sakmaod didi tixari...2 mxares pataraa polipi...shesadzlebeliaa rooo davorsulde awi ... xels xoo ar shemishlis awi
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად