ვარ 25 წლის. რამდენიმე დღეა რაც მოვიყვანე ცოლი. მა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

31-08-2011

-ვარ 25 წლის. რამდენიმე დღეა რაც მოვიყვანე ცოლი. მანამდე არავისთან მქონია სექსუალური ურთიერობა. ბოლო დღეებია ორგაზმის დროს გამომეყოფა სისხლიანი სპერმა. ოდნავ მეწვება ასოს თავიც. მითხარით ეს ნორმალურია თუ არა? შეიძლება ეს მხოლოდ გაციების ბრალი იყოს? თავისით გაივლის თუ აუცილებელია უროლოგის დახმარება?

პასუხი
- სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების (მაგალითად, პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის, ვეზიკულიტის, პროსტატის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების, შარდის ბუშტის დაავადებების, და სხვ) სიმპტომიც, ამიტომ აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება.  

ჰემოსპერმია შეიძლება იყოს ორგვარი: ჭეშმარიტი და ცრუ. ჭეშმარიტი ჰემოსპერმია ცრუსთან შედარებით უფრო საშიშია. ამ დროს სპერმას აქვს მუქი წითელი ან თითქმის შოკოლადის ფერი. სისხლი შეიძლება სპერმას შეერიოს რამდენიმე გზით - პროსტატიდან, სათესლე პარკიდან, შარდასენი არხიდან, თესლის გამომტანი არხიდან და აშ. ამგვარად, ჭეშმარიტი ჰემოსპერმია შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. მოხუცებულთა ასაკში ჰემოსპერმია უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ცრუ ჰემოსპერმიის დროს სპერმაში სისხლი ხვდება შარსადენი არხიდან. იგი ალისფერია და ბოლომდე ვერ ასწრებს შერევას ეაკულატთან (შეიმჩნევა ძაფისებრი კოლტები). მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა და ურეთრის დაავადება. დიაგნოსტირებისათვის უნდა მიმართოთ უროლოგს.
კომენტარები
14 ნოემბერი 2018 19:16
გამარჯობა, მაქვს ცისტიტი და როცა ტკივილი მეწყება ვსვამ ფურადონინს დღესი სამჯერ ორ-ორ ტაბლეტს და ეს ნორმაა? აასევე მითხრეს რომ როცა არ მტკივა მაშინაც შემიძლია დავლიო, რეგულარულად, რადგან უვნებელიაო
20 აპრილი 2018 11:24
გამარჯობა, საზარდულთან ერთი მეჭეჭისავით გამიჩნდა და ცოტა დრო რომ გავიდა ოდნავ გაიზარდა.ახლა კიდევ ერთი გამიჩნდა.ასოს თავთან თეთრი რაღაც გროვდება და უსიამოვნო სუნი აქვს.მეშინია რამე სერიოზული არ იყოს.გთხოვთ დამეხმარეთ 18 წლის ვარ.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად