ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ არსებობთ. ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
31-08-2011

-  ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ არსებობთ. ვარ 20 წლის გოგო, 173 სიმაღლეში და 50 კილო ჩემი წონა მაწუხებს და მინდა მოვიმატო, მაგრამ რაც უფრო ვცდილობ მომატებას, მით უფრო ვიკლებ, მარტში ვიყავი 58 კილო. საქმე ის არის, რომ მარტის შემდეგ შიმშილის გრძნობა დავკარგე თითქმის, სტუდენტი ვარ, დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს, მთელი დღე გასული ვარ, ამ პერიოდში ვერ ვგრძნობდი, რომ მშიოდა, სანამ არ შემახსენებდნენ, რომ უნდა მეჭამა, არც მახსენდებოდა. თუ მომშივდებოდა და რამე საქმე მქონდა, შიმშილი მალევე მიქრებოდა. ამ ბოლო დროს შიმშილს ვგრძნობ, მაგრამ საჭმელის დანახვა აღარ მინდა, ბოდიშით და რომ ვჭამ, შემდეგ მაზიდებს, ჯერ გული არ ამრევია. თავს ვიკავებ. არანაირი საჭმელი არ მსიამოვნებს. საერთოდ არ მიყვარს ხორცი, არც ქათამი, თევზი და კვერცხი, მაგრამ აქამდე ასე თუ ისე მივირთმევდი, მაგრამ ეხლა მათ დანახვაზეც ცუდად ვხდები. ხილი ძალიან მიყვარს, რაიონში ვცხოვრობ და საკმაოდ ბევრი გვაქვს, მაგრამ ხილზეც მერევა გული. ხან იმასაც ვფიქრობ, რა ბედნიერი ვიქნებოდი, საჭმელი აუცილებელი რომ არ იყოს. ხო, კიდევ ვერ ვიტან ცხიმიან რაღაცეებს, არც ტკბილეულს და შოკოლადებს ვეტანები მაინცდამაინც. ჭამის შემდეგ კუჭი მიმძიმდება, მეწვის, ასე მგონია ისევ მშია, მაგრამ საჭმლის დანახვაზე და სუნზეც ცუდად ვხდები. 1 თვეში სწავლა მეწყება და თუ ესე სუსტად ვიქნები, ვერ შევძლებ, არადა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვისწავლო, მაგრამ ვატყობ, ენერგია აღარ მეყოფა.

პასუხი
- თქვენი ჩივილების გათვალისწინებით პირველ რიგში უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რათა გამოირიცხოს კუჭის დაავადება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად