-გამარჯობა. მოგწერეთ კითხვა რაზედაც ასეთი პასუხი მივიღე: ბიპარიეტალური ზომა 83,2მმ, ბარძაყის ძვლის სიგრძე 56,2მმ მაქსიმუმ რამდენკვირიან ორსულობას შეეფარდება? პასუხობს სამკურნალო-დიადნოსტიკური ცენტრის "ისანის" მეან-გინეკოლოგითამარ ცაავა: - ორსულობის დადგენა ხდება არა ნაყოფის ზომებით, ბიპარიეტალური და ბარძაყის ძვლის სიგრძით, არამედ მენსტრუალური ციკლის მიხედვით. ეგ ფაქტი ჩემთვისაც ცნობილია, რომ მენსტრუაციით ხდება ძირითადად ორსულობის ვადის განსაზღვრა, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ ქალს არ ახსოვს ეს თარიღი? მე მაინტერესებდა მხოლოდ ფეტომეტრიით მაქსიმუმ რა ვადის ორსულობა მქონდა, იმიტომ , რომ თარიღი მენსტრუაციის არ მახსოვს. მინდოდა შემედარებინა თქვენი პასუხი ექოსკოპისტის დასკვნასთან. თუ არ შეწუხდებით, მიპასუხეთ ეს ზომები ძირითადად რა ვადებს შეესაბამება. წინასწარ მადლობას გიხდით.