19 კვირაზე დაახლოებით რა სიხშირით უნდა ვგრძნობდე დ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

29-08-2011

-19 კვირაზე დაახლოებით რა სიხშირით უნდა ვგრძნობდე დარტყმას,მე არც თუ ისე ხშირად ვგრძნობ თუ ვგრძნობ ძლიერი დარტყმა არ არის ხოლმე,თუმცა ეხოზე ყველაპერი კარგადააო.ხომ არ არის საშიში,ისე რამდენი კვირაიდან იცის უფრო ძლიერად დარტყმა? დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი კითხვებისთვის

პასუხი

- პირველმშობიარე ქალი ნაყოფის მოძრაობას შეიგრძნობს მე-20 კვირიდან, ხოლო მომდვნო ორსულობის შემთხვევაში მოძრაობის შეგრძნება ხდება მე-18 კვირიდან. მაგრამ ეს ვადა ყველასთვის ინდივიდუალურია.
თავდაპირველდ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება არ არის მკვეთრი და ხშირი, მაგრამ თანდათანობით მოძრაობა უფრო მკვეთრი ხდება და ინტენსივობაც მატულობს. მაგალითად, 24 კვირიდან ნაყოფის მოძრაობა 1 საათში საშუალოდ 10-15-დარტყმას შეადგენდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ნაყოფს შეიძლება ეძინოს, მაგალითად 3 საათი და ამ დროს თითქმის არ მოძრაობდეს. თუ დედა 12 საათის განმავლობაში ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას, აუცილებლად და დაუყონებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს. ძალიან აქტიური და მტკივნეული მოძრაობა კი მიუთითებს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. ასეთ შემთხვევაშიც გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. მოულოდნელი და ძალიან აქტიური მოძრაობა შეიძლება მიუთითებდეს დედის ორგანიზმის არასასურველ მდებარეობაზე, ამიტომ ორსულმა უნდა შეიცვალოს მდებარეობა. 
ნაყოფის მოძრაობის ინტესიობის მაქსიმალური მატება აღინიშნება ორსულობის 24-დან 32 კვირამდე, შემდეგ თანდათანობით კლებულობს, განსაკუთრებით მშობიარობის მომენტისთვის.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად