წონის პრობლემაზე უკვე რამდენჯერმე სხვადასხვა კითხ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

27-08-2011

-გამარჯობათ, წონის პრობლემაზე უკვე რამდენჯერმე სხვადასხვა კითხვებს გისვამთ და ყველას პასუხობთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, ახლა კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. ვარ 20 წლის მამაკაცი, 80 კილოგრამი და სიმაღლეშიი ვარ 1.83. გამიგია, რომ რაც სიმაღლე ხარ, იმას გამოაკელი მეტრი და ისაა ზომა, თუმცა მე საკმაოდ მაქვს მუცელი და მინდა 70 კილომდე ან 75 მდე მაინც ჩამოვიდე, ამისათვის დავრბივარ 4-5 კილომეტრს ძუნძულით და საღამოს 4-5 კილომეტრს ფეხით, ამ მონაცემების მიხედვით წონა კლებისკენ რომ წამოვიდეს დღეში საშუალოდ რამდნი კალორია უნდა მივიღო, და ძალიან გთხოვთ, საშუალოდ მაინც მითხრად უხეშად ერთი კილოგრამი პური რამდენ კალორიას შეიცავს, მიახლოებით? მადლობთ წინასწარ, თუ კიდე რაიმე მირჩევთ წონის დაკლებისთვის უფრო მადლობელი ვიქნები

პასუხი

დღეს წონის შესახებ ვმსჯელობთ სხეულის მასის ინდექსით. მის გამოსათვლელად წონა კილოგრამებში უნდა გავყოთ მეტრებით გამოსახული სიმაღლის კვადრატზე. თქვენს შემთხვევაში 80/(1,83) 2. მიღებული მაჩვენებლის ნორმაა 18.5–დან 24.9-მდე. 100 გრამი თეთრი პური შეიცავს 320 კალორიას, 1კგ კი 3200 კკალორიას. გასახდომად კი მიღებული კალორიების რაოდენობა 1600-1800 არ უნდა აღემატებოდეს. ქვემოთ მოგვყავს კალორიების ხარჯვა ფიზიკური დატვირთვისას

ერთი საათის განმავლობაში ასეთი დატვირთვით დახარჯავთ:

•ტანვარჯიშით - 420 კალორიას;

•კალათბურთით - 333 კალორიას;

•სირბილით - 500-580 კალორიას;

•სპორტული სიარულით - 480 კალორიას;

•ბოულინგით - 250 კალორიას;

•ველოსპორტით - 250-450 კალორიას;

•ჯირითით - 200 კალორიას;

•ცურვით - 250-400 კალორიას;

•ცეკვით - 120-250 კალორიას;

•ჩოგბურთით - 400 კალორიას;

•თხილამურებით სრიალით - 500 კალორიას;

•ციგურაობით - 200 კალორიას;

•ხტუნვით (სახტუნაოთი) - 420 კალორიას;

•ბაღში ან ბოსტანში მცირე დატვირთვის სამუშაოს შესრულებით - 120 კალორიას;

•სამზარეულოში ფუსფუსით - 85 კალორიას;

•კიბეზე ასვლით - 700 კალორიას.

 

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად