რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა ვარ 27 წლის ამჯერად ლონდონში, გთხოვთ დამეხმარეთ, თმები მცვივა საშინლად ძალიან ხშირი თმა მქონდა, სანატესაოშიც არავინ მყავს მელოტი. მოკლედ მაგრად ვიტანჯები, ეხლაა ლანდი გამდის ტმებში კეფასაც ვხედაავ ისე მაქ :( 1)დანაყული ნიორის ქერქი გაგლისეთ ზეითუნის ზეთში. აურიეთ კარგად და წაისვით თავზე. თმა ამოვა. აქ რამდენი კბილი ნიორი და რამდენი გრამი ზეიტუნის ზეტი? ამის მერე ტმა დავიბანო? და ბოლოს რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიკეტო ეს ნიგბებიი? ტავი გადავიპარსოო? გეხვეწებიტ დროულად სჰემეხმიანეტ :(:(:(..
პასუხი
-ეს რეცეპტი თქვენ ამოიკითხეთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო წერილებში. ნიორს აქვს თმის ფოლიკულების მასტიმულირებელი გარკვეული თვისებები, მაგრამ ნიორს თმა რომ ამოუყავდეს სიმელოტის პრობლემა გადაჭრილი იქნებოდა და თმების გადანერგვის ოპერაციებიც საჭირო აღარ იქნებოდა. თქვენს შემთხვევაში ალბათ ანდროგენულ ალოპეციას (სიმელოტე) აქვს ადგილი, თუმცა თმის ცვენას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ანემია (გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსარიცხად), ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (უნდა განისაზღვროს სისხლში TSH). თუ ზემოთ აღნიშნული 2 პრობლემიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა, მაშინ დაინიშნება შესაბამისი მკურნალონა და თმის ცვენაც შეჩერდება. რაც შეეხება ანდროგენულ ალოპეციას, მისი მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების (მათ შორის შამპუნები) ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს. ანდროგენულ ალოპეციაზე ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, წაიკითხოთ ჩვენს საიტზე ენციკლოპედიების რუბრიკაში-სამედიცინო ენციკლოპედია-ასო-ნგერაა-ზე-ალოპეცია.