რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ტრამადოლი რისი წამალია და რა დროს გამოიყენება? ინიშნება თუ არა ის საქართველოში სამკურნალოდ ან თუნდაც ერთჯერადი მოხმარებისთვის. გთხოვთ ამომწურავად მიპასუხოდ, ორი სიტყვით ნუ შემოიფარგლებით. ზოგადად ტკივილგამაყუჩებელი რომ არის, ეგ ვიცი. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი
- ტრამადოლი წარმოადგენს სინთეზურ, ცენტრალური მოქმედების ოპიოიდურ (ნარკოტიკულ) საშუალებას, მოქმედებს ც.ნ.ს. სპეციფიკურ ოპიოიდურ რეცეპტორებზე ზეგავლენის შედეგად იწვევს ტკივილის შეგრძნების შესუსტებას. ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის მწვავე ან ქრონიკული ტკივილები. იყენებენ ძირითადად ქირურგიაში, ორთოპედიაში, ონკოლოგიაში, გინეკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ნევროლოგიაში, სტომატოლოგიაში (პირველ რიგში სტომატოლოგიური ოპერაციების დროს). პრეპარატს იყენებენ აგრეთვე გულის იშემიური დაავადებების დროს (მიოკარდიუმის ინფარქტი, ქვედა კიდურების იშემიური დაავადებების დროს და სხვა). რასაკვირველია, პრეპარატი საქართველოშიც ინიშნება, თუმცა ამისათის საჭიროა სათანადო ჩვენება, სპეციალური რეცეპტი და შეძენა სათანადო აფთაიქში.
კომენტარები
31 ივლისი 2020 01:51
რწცეპტით თუ აარის სადმე ტრამადოლი
17 ივლისი 2020 23:03
1 თვისწინ დავლიე ტრამადოლი 400 MLG მის შემდეგ გლახად ვარ რაგავაკეთო დამეხმარეთ