-გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ, უპასუხოდ ნუ დატოვებთ ჩემს შეკითხვას იმიტომ, რომ ძალიან ვნერვიულობ. ვცხოვრობ საბერძნეთში და ვარ 36 კვირის ორსული. დაახლოებით ერთი თვე იქნება, რაც დამეწყო შემდეგი პრობლემები: შეგრძნება მაქვს, თითქოს მუცელი მეჭიმება შიგნიდან, ფეხებსა და ხელებში ძალა მერთმევა და თუ ფეხზე ვდგავარ, თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ დავეცე. ეს დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში გრძელდება და შემდეგ ისევ ჩვეულებრივად ვარ. დღეში რამდენიმეჯერ მემართება, ხან ფეხზე დგომის და ხანაც ჯდომის დროს. იმის გამო, რომ ბერძნული ცუდად ვიცი, ექიმს ვერ ვაგებინებ, რა მჭირს. ძალიან გთხოვთ, თქვენ მაინც დამეხმაროთ და მითხრათ, საშიშია თუ არა ან საერთოდ, რატომ მემართება ესე. ვარ 21 წლის. დიდი მადლობა წინასწარ.
შესაძლოა თქვენი ჩივილები დაკავშირებულია ორსული საშვილოსნოს ზეწოლასთან აორტაზე – დიდ სისხლძარღვზე, თუმცა აუცილებლად უნდა მონახოთ ენის მცოდნე ნაცნობი და ჩივილები ექიმს უნდა აცნობოთ.