-გამარჯობათ. მამამ იღრძო ფეხი. კოჭის არეში შესიებული ჰქონდა და დალურჯებული. ახლა ფეხი დაცხრა კიდეც და სილურჯემაც გაიარა, მაგრამ ფეხი ცოტა მაინც სტკივა და მაინტერესებს, არის თუ არა საშიში და არის თუ არა აუცილებელი ექიმთან ვიზიტი და რას გვირჩევთ სახლის პირობებში მოვლის თვალსაზრისით. წინასწარ მადლობთ.
-შეგიძლიათ გამოიყენოთ ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი მალამოები. იმედია ჩატარებულია რენტგენოლოგიური გამოკვლევა და გამორიცხულია ამოვარდნილობა ან მოტეხილობა