. ვარ 33 წლის ქალბატონი, მყავს ორი შვილი.14 წლიდან... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-08-2011

-გამარჯობათ. ვარ 33 წლის ქალბატონი, მყავს ორი შვილი.14 წლიდან მაქვს გამონაყარი სახეზე, ზურგზე, მკლავებზე. პრიშიკებს რომ ეძახიან. ხელსაც რომ არ მოვიკიდებ მაინც მიღიზიანდება, მიბრუნდება მიმაგრდება და მილურჯდება. მრჩება ლაქები და წლობის მანძილზე არ გამდის. მეორე თვეა ვსვავ ეუთიროქსს ექიმის დანიშნულებით. გთხოვთ მირჩიოთ ერთხელ და სამუდამოდ როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას.

პასუხი
-ეს ვულგარული ფერიმჭამელაა. იგი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც, როგორც წესი, სებორეის ფონზე აღმოცენდება და ლოკალიზდება სახის, გულმკერდისა და ზურგის კანზე. დაავადებას ახასიათებს რეციდივები. ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა) და სხვა.

მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას.
აუცილებელია დიეტა _ უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები. 
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა, უნდა განისაზღვროს სისხლში შაქრის დონე. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.