მოგესალმებით, ვარ 27 წლის 38 კვირის ორსული (ეს ჩემ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

10-08-2011

-მოგესალმებით, ვარ 27 წლის 38 კვირის ორსული (ეს ჩემი პირველი ორსულობაა). ექიმთან ბოლო ვიზიტის დროს, ეხო-ზე მითხრეს რომ "ზომიერი, ჭარბწყლიანობა" მაქვს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა კი იმ დღიდან სრულიად ამიკრძალა წყლის მიღება (08.07.2011). 2 დღეა სრულ სისუსტეს და უძლურებას ვგრძნობ, რასაც ადრე არასოდეს ვუჩიოდი. ზოგადად, ცნობისათვის თქვენს საიტზე წავიკითხე რომ როდესაც ბავშვსა და დედას შორის რეზუს შეუთავსებლობა არის ეს შეიძლება იყოს ჭარბწყლიანობის ერთ-ერთი მიზეზი. ამით იმის თქმა მინდა რომ მე რეზუს პირველი უარყოფითი ჯგუფი მაქვს, მეუღლეს კი რეზუს მეორე დადებითი. ექიმმა დამინიშნა კოკლავი 625 ტაბლეტები (ამ წამლის დანართში კი წერია რომ ორსულთათვის და ლაქტაციის პერიოდში მიღება არ არის რეკომენდირებული) და კოკარნიტი 2 კოლოფი, ყოველ მეორე დღეს. ამ წამლის მოხმარების ინსტრუქციაც წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად ვერ გავიგე რატომ დამინიშნა ეს წამალი ექიმმა. არც ერთ მათგანს არ აწერია რომ გამოიყენება ჭარბწყლიანობის წინააღმდეგ. თანაც მყავს მეგობარი გოგო ორსული რომელსაც იგივე ექიმმა, კოკარნიტის ნევსი ორსულობის მე-14 კვირაზე დაუნიშნა. როგორ მოვიქცე, რა რჩევა შეგიძლიათ მომცეთ? შეიძლება თუ არა ესეთ სიცხეებში სრული უწყლობა და თუ არა, მაშინ მირჩიეთ რა უნდა მივიღო და რა რაოდენობით. წინაწარ გიხდით დიდ მადლობას:-)

 

პასუხი

პასუხობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლისა და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აის" ექიმი, გინეკოლოგი სოფიო იზორია:

- წყლის შეზღუდვა არ არის სასურველი, მაგრამ ჭარბწყლიანობის მიზეზი უნდა დავადგინოთ.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად