-მაინტერესებს ენდომეტრიუმის სისქე თუ არ შეესაბამება ნორმის ფარგლებს შესაბამის ფაზაში, რას იწვევს ეს? მაგალითად უშვილობის მიზეზი თუ ხდება? ენდომეტრიოზი რამე კავშირშია ენდომეტრიუმის სისქესთან?
პასუხობს: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლისა და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აის" ექიმი, გინეკოლოგი სოფიო იზორია
- დიახ, ენდომეტრიუმის სისქის შეუსაბამობა მენსტრუალური ციკლის ფაზასთან მოუთითებს გარკვეულ პრობლემებზე, რასაც კორეგირება სჭირდება. ენდომეტრიოზი ხშირად არის სტერილობის მიზეზი.