გთხოვთ მიპასუხოთ თუ შეიძლება: ყველგან წერია რომ ორ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

21-07-2011

-გთხოვთ მიპასუხოთ თუ შეიძლება: ყველგან წერია რომ ორსულებისათვის ფოლიუმის მჟავის დღიური დოზა არის 400 მიკროგრამი, ანუ 0.4 მილიგრამი. ექიმმა დამინიშნა 5 მგ ფოლიუმის მჟავა დღეში, რომელივ თითქმის 12-ჯერ აღემატება რეკომენდირებულ დღიურ დოზას. იქნებ მომწეროთ რამდენად საშიშია გადაჭარბებული დოზით აღნიშნული წამლის მიღება და რას იწვევს? წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი

-თანამედროვე გაიდლაინებით დადგენილია, რომ ნაყოფის სიმახინჯის პროფილაქტიკისთვის ორივე მშობელმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პროლიფერაციულ პროცესებს, მათ შორის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ციტოტოროფობლასტის - სწორ დაყოფას. ფოლიუმის მჟავას მიღებას ქალი ორსულობის მე-12 კვირამდე განაგრძობს. რეკომენდირებული დოზა შეადგენს 4-5 მგ დღეში. ასე, რომ თქვენი შიშები გაუმართლებელია.

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
05 აპრილი 2017 11:49
გამარჯობათ ფოლის მჟავა მთელი ორსულობა რო ვსვა ცუდი ხომ არ იქნება?
28 ოქტომბერი 2016 02:05
Var ukve Otxi tvis fexmdzime. Vimyofebi sazgvargaret. Var sustad eqims ar daunishnavs foliumis mjava arc iodimarili. Tu sheidzleba rom axla mivigo. Dagvianebuli xom ar iqneba. Gtxovt momwerot radgan sul marto var da araferi vici jer am ucxo qveynis.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად