რა დაავადებაა ნარკოლეფსია და შეინიშნება თუ არა ის ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
20-07-2011

-რა დაავადებაა ნარკოლეფსია და შეინიშნება თუ არა ის ბავშვებში 2 წლის ასაკიდან? გმადლობთ.

პასუხი

-ნარკოლეფსია ნიშნავს ხანმოკლე (უმეტესად 1-5-10-წუთიანი) ძილის მდგომარეობაში გადასვლას. დაავადება აღწერილია 2 წლის ბავშვებშიც კი, თუმცა შემთხვევათა პიკი აღინიშნება 14 და 36 წლის ასაკისათვის. ის მეტწილად მამაკაცებში გვხვდება და, სავარაუდოდ, გენეტიკურ განწყობას უკავშირდება. ნარკოლეფსიას ხუთი სიმპტომით - ეგრეთ წოდებული ნარკოლეფსიური პენტადით ამოიცნობენ, თუმცა ხუთივე სიმპტომი ყოველთვის არ ვლინდება.

• დაავადების პირველი გამოვლინებაა დღის განმავლობაში იმპერატიული ძილიანობა: ადამიანი ვერ უმკლავდება ძილს და შესაძლოა, ჩაეძინოს ნებისმიერ პირობებში, მაგალითად, ტრანსპორტში, სამუშაოზე, საჭესთან. ასეთი რამ შესაძლოა დღეში რამდენიმეჯერ მოხდეს და 1-2 წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს.

• ნარკოლეფსიის საკმაოდ ხშირი გამოვლინებაა ღამის ძილის დარღვევა. ადამიანს ღამით ეღვიძება, ცუდად სძინავს და დილაობით გამოუძინებლობის შეგრძნება აქვს.

•  ჰალუცინაციები, რომლებიც ჩაძინებისას ან გამოღვიძებისას ჩნდება.

•  კატაპლექსიის შეტევები. კატაპლექსია კუნთების ატონიაა, რომელიც ძლიერი დადებითი ან უარყოფითი ემოციის ფონზე (სიცილი, გაოცება, ტირილი, ბრაზი) ვითარდება. ამ დროს კუნთების ატონიის გამო ადამიანს მუხლი ეკვეთება და დაცემა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ მოტეხილობაც კი გამოიწვიოს. კატაპლექსიის შეტევა რამდენიმე წამიდან 30 წუთამდე გრძელდება. დიაგნოზის დასმის დროს საჭიროა ინსულტისგან დიფერენცირება - ამ უკანასკნელის დროს კუნთების ტონუსი ლოკალურად იცვლება, ხოლო კატაპლექსიის დროს ვითარდება კუნთების დიფუზური ატონია.

• გამოღვიძების კატაპლექსია არის მდგომარეობა, როცა ახალგაღვიძებული, ნათელ გონებაზე მყოფი ადამიანი ირგვლივ არსებულ სიტუაციას ადეკვატურად აფასებს, მაგრამ არ შეუძლია მიზანდასახული მოქმედება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად