, გთხოვთ მითხრათ როგორი პროცედურაა ლითოტრიპსია და ... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

19-07-2011

-გამარჯობა, გთხოვთ მითხრათ როგორი პროცედურაა ლითოტრიპსია და სად აკეთებენ? წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
-ლითოტრიფასიის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით გთავაზობთ ამონარიდს ნანა ხუცაიძის ინტერვიუდან ნეფროლოგ, მედიციბის დოქტოს ქეთევან ცანავასთავ ,,თირკმელკენჭოვანი დაავადება".
,,-რა არის ლითოტრიფსია?
- დისტანციური ლითოტრიფსია შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდია. ულტრაბგერითი იმპულსების მეშვეობით ასიდან 95 შემთხვევაში კენჭები თვალით ძნელად დასანახავ, მცირე ზომის ფრაგმენტებად იშლება. ლითოტრიფსია დამზოგველი ოპერაციაა. ის არ არღვევს კანის მთლიანობას. ოპერაციის დროს პაციენტს ნარკოზი არ სჭირდება. შარდსაწვეთში გაჭედილი კენჭის დასაშლელად გამოიყენება კონტაქტური ლითოტრიფსიის მეთოდი.

- შესაძლოა თუ არა, კენჭი არ დაიშალოს?
- შესაძლოა. ასეთი რამ მოსალოდნელია კალციუმის მონოჰიდრატების არსებობისას. ამ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდს მიმართავენ. საქართველოში კონტაქტური ლითოტრიფსია გამოიყენება პუნქციური ოპერაციების დროს - კანის მთლიანობა ირღვევა, თირკმლის მენჯში, ფიალაში რენტგენოლოგიური ან ექოსკოპიური კონტროლით თავსდება ლითოტრიპტორი და მისი მეშვეობით ხდება ყოველგვარი კენჭის დაშლა.

- რამდენად ხშირად იყენებენ ამ მეთოდს?
- საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ღია ოპერაციების წილი უმნიშვნელოა, ჩვენთან კი ისინი კვლავ რჩება მკურნალობის ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდად. ლითოტრიფსიის დანერგვის შემდეგ თირკმლის ღია ოპერაციების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა - მათ წილად ოპერაციების საერთო რიცხვის დაახლოებით 20% მოდის. არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციის დროს იყენებენ როგორც დისტანციურ, ასევე კონტაქტურ ლითოტრიფსიას - ე.წ. სენდვიჩის მეთოდს."

ლითოტიფსია კეთდება უროლოგიის ინსტიტუტში.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად