, მაინტერესებს ტუ როგორ შეიძლება მოვიცილო ფეხებზე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

16-07-2011

- გამარჯობა, მაინტერესებს ტუ როგორ შეიძლება მოვიცილო ფეხებზე წვრილი, ლურჯი ვენები..(გამიჩნდა 2 თვის წინ, ხანგრდზლივი ფეხზე დგომის შედეგად)

პასუხი
- პირველ რიგში აუცილებლად უნდა მიმართოთ ანგიოლოგს, ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევა და ამის შემდეგ დაენიშნება მკურნალობა. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე გაქვთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ეს მათთვის ვისაც ხანგრძლივად ფეხზე დგომა უწევს, დამახასიათებელია. 
არსებობს ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგნიერების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. ქირურგიული მკურნალობა ამ დროს სასიცოცხლო ჩვენება არა, თუმცა რადიკალური მეთოდი კი არის. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, ის შემდეგს გულისხმობს: 
-კომპრესიული თერაპია - სასურველია, ავადმყოფმა ქუსლიანი ფეხსაცმელები ატაროს, რადგან როცა წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი (თხელი, მკვრივი მყესოვანი ფირფიტა, რომლითაც კუნთი ძვალს, ან სხეულის სხვა ნაწილებს ემაგრება) ელასტიკური ბინტების მსგავსად უჭერს ზედაპიურლ ვენებს. ზედაპიური ვენების დახშობა კი გარკვეულწილად სასარგებლოა, რადგან ღრმა ვენებში ნაკადი ძლიერდება და შეგუბებას ადგილი არ ექნება. ამავე მიზნით ხდება ელასტიკური ბინტებისა და ელასტიკური ტრიკოტაჟის (ელასტიკური გეტრები, ჩულქები, კოლგოტკები) გამოყენება;
-არ შეიძლება დიდხანს დგომა ან ჯდომა; პაციენტი უნდა იწვეს ან დადიოდეს. მას საწოლი ფეხების მხარეს ოდნავ ამაღლებული უნდა ჰქონდეს, უნდა შეასრულოს სპეციალური ვარჯიშები, ასევე კარგია კონტრასტული შხაპების მიღება, ცურვა და სხვა.
-ვენების გაგანიერების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია სკლეროთერაპია ანუ დაზიანებული ვენების სკლეროზირება. სკლკეროთერაპიის დროს წამლების საშუალებით ვენის კედლის ანთების გამოწვევას ახდენენ, შემდეგ კედლების ერთმანეთთან მიხორცების და ობლიტერაციის (დახშობა) განვითარების მიზნით მმიმართავენ მის კომპრესიას. ამ ბოლო დროს მსოფლიოში დაინერგა სკლეროთერაპია ლაზერის საშუალებით. 
რაც შეეხება წამლებს, ექიმის დანიშნულების გარეშე მათი მიღება ყოვლად დაუშვებელია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც დაავადების პროგრესირებას აფერხებს.
შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვარჯიშს, რომელიც სასარგებლოა ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების, როგორც პროფილაქტიკის, ისე მკურნალობის მიზნით. ეს ვარჯიშები ფეხებში სიმძიმის შეგრძნებიდან განთავისუფლებაში, სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაში და ვენური შეგუბების მოხსნაში დაგეხმარებათ. ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს დღის განმავლობაში უწევთ ჯდომა და ფეხზე დგომა:
1. დაჯექით სკამზე, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და 15-20-ჯერ გააკეთეთ ფეხის წვერებზე აწევ-დაწევა;
2. დაეყრდენით ორივე ხელით სკამს ან კომოდს და 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერზე და შემდეგ, დაეყრდენით ტერფებს.
3. ორივე ხელით, მხრების დონეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ ერთმანეთის მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე და შემდეგ ტერფებზე.
4. ჩაისუნთქვისას ხელები აწიეთ ზევით და დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ამოისუნთქეთ და დადექით ტერფებზე (20-ჯერ).
5. დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს_ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ)
6. ორივე ფეხის წვერზე დადექით ერთდროულად და მოწყვეტით დაეშვით ტერფებზე. 

გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად