. 71 წლის ქალს უკვე რამდენიმე წელია აქვს ასეთი პრო... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

12-07-2011

-გამარჯობათ. 71 წლის ქალს უკვე რამდენიმე წელია აქვს ასეთი პრობლემა: ღამით როცა წნევა აუწევს (145 და ზემოთ) ეწყება გახშირებული შარდვა (ყოველ 5-წთ-ში). ასეთ დროს შარდი გამოიყოფა ცოტ-ცოტა (ალბათ 100გრ), არ აქვს წვა შარდვის დროს, არ აქვს გაძნელებული შარდვა და იმის შეგრძნება, რომ ვერ დაცალა ბუშტი, მაგრამ დაწვება და ისევ 5-წთ-ში დგება და ასე გრძელდება, სანამ წნევა არ დაუწევს. გარდა ამისა, ამ დროს აწუხებს შარდის შეუკავებლობა. ეს ხდება ძირითადად ღამით, როცა წნევაა, უფრო იშვიათად დღისითაც (ასევე წნევისას). არის ემოციური, ძალიან მცივანა. როცა ასეთი ხშირი შარდვა აქვს და წნევა, მაშინ განსაკუთრებით აწუხებს სიცივის შეგრძნება - ვერ თბება (ამ დროს რეალურად ისეთი სიცივე არაა). სიცივეს განსაკუთრებით აღიქვამს წელის, თირკმლის არეში. როცა წნევა არ აქვს, მაშინ ასე ხშირად არ შარდავს, შესაბამისად შარდის ბუშტიც უფრო ივსება და შარდავს უფრო ნორმალური სიხშირით და რაოდენობით. საერთოდ მოშარდვის სურვილი უჩნდება არა თანდათანობით, არამედ უეცრად და უნდა მოშარდოს რაც შეიძლება მალე. ასეთი პრობლემის გამო დილის შარდის აღება ვერ მოვახერხეთ (ანალიზისთვის) და ექიმმა გაგვაკეთებინა 24 სთ-იანი ნაგროვები შარდის ანალიზი. 24 სთ-ში შარდის საერთო რაოდენობა იყო 1,5ლიტრი (ამ ხშირი შარდვის დროს). ადრე წნევის გამო ღებულობდა შარდმდენსაც, ახლა საკმარისია მხოლოდ ამლიპინი და ემკორი. ხშირი შარდვა არ არის კავშირში შარდმდენთან. 24 სთ-იანი შარდის საერთო ანალიზმა აჩვენა: რეაქცია-PH=5,0. ხვედრითი წონა: 1017. ცილა, შაქარი, აცეტონი , ნაღვლის პიგმენტი-არა. ბრტყელი ეპითელური უჯრედები: 3-4მხ/ა, ლეიკოციტები: 8-9მხ/ა, ერითროციტები: 0-1მხ/ა, მარილები: შარდმჟავას კრისტალი საშ . რაოდენობით. სხვა გამოკვლევა არაფერი გვაქვს. გთხოვთ გაგვიწიოთ კონსულტაცია და გვირჩიოთ როგორ მოვიქცეთ. გმადლობთ.

პასუხი

-აუცილებელია ჩატარდეს სისხლში კრეატინინის შესწავლა თირკმლის მდგომარეობის დადგენის მიზნით, რადგანაც თქვენს მიერ ჩატარებულ ანალიზში შარდის ხვედრითი წონა დაბალია. თუმცა, თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები უშუალოდ წნევის მატებასთან არის დაკავშირებული. აუცილებელია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ისე,რომ წნევის აწევის ეპიზოდები შემცირდეს, თითქმის გაქრეს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად