. გთხოვთ მეძუძური დედის საკვები რაციონი ჩამომითვალ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

11-07-2011

-გამარჯობათ. გთხოვთ მეძუძური დედის საკვები რაციონი ჩამომითვალოთ,რომელი ხილი,ბოსტნეული შეიძლება და ა.შ. წინასწარ უღრმესი მადლობა,გაიხარეთ...

პასუხი
-მეძუძური დედის კვების თაობაზე გთავაზობთ თინათინ ქორიძის სტატიის ნაწილს:
მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი) აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი - შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება. მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად.
მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები. თუ მეძუძურ დედას კუჭ-ნაწლავის შეკრულობა ან აშლილობა აღენიშნება, ჩვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა შეაწუხებს, ამიტომ ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობა დედასაც და ჩვილსაც ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს. სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი, სიმშვიდე, თბილი ოჯახური ატმოსფერო და კვების რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ნორმალური ლაქტაციის შენარჩუნებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჩვილის ნორმალური განვითარების საწინდარია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
06 თებერვალი 2018 23:25
Gamarjobat,mainteresebs nagvlis bushtis operacia gavikete da orsuloba ramdeni xani ar sheidzleba?
12 იანვარი 2016 18:30
მყავს 2 ტვის გოგონა ჩაუტარდა დგეს აცრა პირველად, აქვს დიატეზი, ძალიან მაინტერესებს შეიძლება ტუ არა ამ დროს აცრა, რაიმე უკუჩვენებას ხო არ გამოიწვევს ბავშვში, მადლობა წინასწარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად