დამეხმარეთ თორე მალე გავგიჟდები ალბათ!! :( მარტოო... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

08-07-2011

- დამეხმარეთ თორე მალე გავგიჟდები ალბათ!! :( მარტოობის ძალიან მეშინია. ჩემ ირგვლივ ყველას ვიღაც ყავს გვერდით ყველა ბედნიერია მე კიდე სულ მარტო სუუუულ.. სიცოცხლე მომბეზრდა! მეც მინდა ვინმეს ვუყვარდე და ბედნიერი ვიყო :( რამდენი ვინმეს გავიცნობ ვირტუალურად ან გართობა უნდათ ან თავიდან მოვწონვარ მერე შემხვდებიან და ავიწყდებათ თუ რა კარგი და კაი ხასიათის ადამიანი ვარ რადგან ავად ვარ! არადა ყველას თავიდანვე ვეუბნები რო მაქვს ხერხემლის გამრუდება და რომ არ ვარ ლამაზი თუმცა ამბობენ მერე რა სულიერად ხარ სამაგიეროდ ლამაზიო. შემხვდებიან და ავიცყდებათ ჩემი სულიერი სილამაზე! არავის მოვწონვარ ასეთი.. უკვე შევეჩვიე რო როცა ვინმეს შევხვდები მიმატოვებს.. სულ ასე ხდება. წინასწარ ვიცი ურთიერთობის დაწყებისას რო ეს ურთიერთობა განწირულია.. ახლაც მეუბნება ერთი ბიჭი რომ შევუყვარდი და ამ დღეებში ვნახავ თუმცა ვგრძნობ რო მნახავს ესეც მიმატოვებს.. ხანდახან პანიკური შიში მიპყრობს რო მარტო დავრჩები რო არავის ვეყვარები.. ვარ 21 წლის, ოპერაციის გაკეთება მინდა მარა ჯერ არ მაქვს ის თანხა იმედია ამ პრობლემას მოვაგვარებ მარა რომ ვერ მოვაგვარო და ასეთი დავრჩე მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიტანჯოო? :( მირჩიეთ რა ვქნა თორე უკვე სულ დავკარგე სიცოცხლის ხალისი.. მადლობთ წინასწარ იმედია უპასუხოთ არ დამტოვებთ..

პასუხი
- ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა გოგონას სურდეს შეყვარებულის ყოლა, მაგრამ იმის გამო, რომ შეყვარებული არ ყავს დეპრესიამდე არ უნდა მივიდეს. არ შეიძლება გამუდმებით იფიქრო და ცხოვრების მიზნად გაიხარო შეყვარებულის ,,პოვნა“, ეს თავისთავად მოხდება. გირჩევთ  ვირტუალური სამყაროდან რეალურში გადმოინაცვლოთ_ სოციალურ ქსელში ახალი ნაცნობების ძებნას, ჯობს თქვენ გარემომცველ წრეში განამტკიცოთ ურთიერთობები. თქვენი კარგი ხასიათი და სულიერი სილამაზე შეულჩნეველი არ დარჩვება და თქვენც შეგიყვარებენ. სიყვარულის საკითხში გარეგნობა, რასაკვირველია, გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ არა გადამწყვეტს. განა თქვენ არ გსმენით ლამაზ, მაგრამ  გაუთხოვრად დარჩენილი ქალებზე?  გვწერთ, რომ მარტოობის გეშინით. რა გულისხმობთ მარტოობაში? შეყვარებულის ან ქმრის არ ყოლას? ამაში ჩვენ ვერ დაგეთანხმებით! ადამინს შეიძლება არ ჰყავდეს საკუთარი ოჯახი, მაგრამ მარტოდ სულაც არ იგრნობს თავს. გიყვარდეთ ადამიანები, გაეცით სითბო და ეს სიყვარული და სითბო აუცილებლად დაგიბრუნდებათ. დაბოლოს, ნურავის შეგშურდებათ, რადგან შური შიგნიდან ჭამს და  სულიერად ანადგურებს ადამიანს.   

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად