ვარ 20 წლის, ხშირად მექერცლება სახის კანი, მგონი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

06-07-2011

-გამარჯობათ ვარ 20 წლის, ხშირად მექერცლება სახის კანი, მგონი სულ აქერცლილი მაქვს გნასაკუთრბით როცა დავიბან მაშინ ჩანს და სახე თითქმის სულ მითეთრდება, აგრეთვე გაპარსვის შემდეგ, სადაც წვერი ამომდის მის ირგვლივ სკდება კანი და იქერცლება. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რას მირჩევთ?

პასუხი
-გაპარსვის შემდეგ კანის აქერცვლის მიზეზი კანის სიმშრალე იქნება.  გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური გაპარსვის შემდგომ წასასმელი მშარალი კანისთვის განკუთვნილი კრემი (მოიკითხეთ აფთიაქებში).
აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რათა გაირკვეს კანის სიმშრალის მიზეზი. კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები (ძალიან მშრალი ჰაერი. მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება) და კანის არასწორი მოვლა. გარდა ამისა, კანის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ (ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, ენდოკრინულმა დაავადებებმა და სხვა. ეს დაავადებები აუცილებლად უნდა გამოირიცხოს!), ანდა იგი ზოგი წამლის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს. ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება. მშრალი კანის შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს: ძალიან ცხელი წყლით ბანაობა, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება, ძალიან ძლიერი კოსმეტიკური საშუალება, გარუჯვა.ბათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად