- ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა და მაინტერესებს, თქვენ რა დიაგნოზს დამისვავთ, ექიმმა დაწვრილებით ჩემს გასაგებ ენაზე არ ამიხსნა, გარდა იმისა, რომ მირჩია გათხოვება და მშობიარობა. სქესობრივი ცხოვრება არ მაქვს, ვარ 30 წლის ქალიშვილი, საშვილოსნოს ტანის ზომები სიგრძე-52მმ, წინა-უკანა-34მმ, სიგანე 39მმ, მოცულობა 35კუბ.სმ, საშვილოსნო სადა კონტურებით, შერეული ექოგენობის, მიომეტრიუმი არაერთგვაროვანი, წინა კედლის სისქე-11მმ, უკანა კედლის სისქე-19მმ, მომატებული ექოგენობის - ადენომიოზური. ენდომეტრიუმის სისქე 8მმ, მარჯვენა საკვერცხე 29/17/16მმ, მოცულობა-4კუბ.სმ მასში სითხური ჩანართი დიამეტრით 15მმ, მარცხენა საკვერცხე 30/16/19მმ, მოცულობა 4,7კუბ.სმ. ორივე საკვერცხეში 10 წვრილცისტური ჩანართი, კაფსულა ფრაგმენტულად შესქელებული, დოპლერული კვლევით სტრომის ვასკულარიზაცია არ ფიქსირდება. საშვილოსნოს ყელის სიგრძე 20მმ მასზე ენდომეტრიული ჰეტეროტოპია, დუგლასის ფოსოში მცირე რაოდენობით სითხე. მადლობა წინასწარ
პასუხობს: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლისა და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აის" ექიმი, გინეკოლოგი სოფიო იზორია
- არაფერი განსაკუთრებით საშიში თქვენ არ აღგენიშნებათ. სავარაუდოდ: ენდომეტრიოზზე ან საკვერცხის მულტოფოლიკულოზზე არის საუბარი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66