ბრინჯი ასუქებს? იქნებ მირჩიოთ რომელი ბრინჯია ყველა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

03-07-2011

-ბრინჯი ასუქებს? იქნებ მირჩიოთ რომელი ბრინჯია ყველაზე დაბალკალორიული. მიყვარს ბრინჯიანი სალათები და მეშინია არ გავსუქდე. სალათების ინგრედიენტებად კი ვიყენებ სტაფილოს, სიმინდის მარცვლებს, ბრინჯს ქათმის ხორცს ან კრაბის ჩხირებს, ბოლოკს  და მოხარშულ კვერცხს ვკაზმავ კამით და დაბალკალორიული მაიონეზით ასეთი სალათები ასუქებს?

 

 

პასუხი

პასუხობს კლინიკა "კურაციოს", კლინიკა "ჯანმრთელი ცხოვრების" ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დოლიძე

-ბრინჯი შეიცავს ნახშირწყალს (სახამებელს), შესაბამისად ის საკმაოდ კალორიული ინგრედიენტია ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. აზიის ქვეყნებში ბრინჯს პურის ნაცვლად იყენებენ დანაყრებისათვის. ბრინჯის სხვადასხვა სახეობებს შორის უფრო ჯანსაღი პროდუქტი არარაფინირებული, ანუ არა თეთრი ბრინჯია, არამედ ყვითელი, ან ყავისფერი ბრინჯი, რომელსაც გარეკანი მაგარი აქვს და შესაბამისად მისი მთლიანი ათვისება ენერგეტიკულად არ ხდება. ბრინჯის კომბინაცია სხვადასხვა ბოსტნეულთან იმის საშუალებას მოგცემთ, რომ თვითონ ბრინჯი, ანუ სახამებელი შედარებით ნაკლები რაოდენობით მოხვდეს თქვენს ორგანიზმში, ამიტომ სალათებში ბრინჯის გამოყენება სრულიად დასაშვებია ( რასაკვირველია ზომიერი ოდენობით), რაც შეეხება მაიონეზს, გირჩევთ რომ მოერიდოთ, რადგან მაიონეზით მიღებული კალორიები, შესაძლოა, შემპარავად, მაგრამ, უფრო მეტი აღმოჩნდეს ვიდრე ბრინჯისა და ბოსტნეულის ერთად აღებული.

(გირჩევთ გადახედოთ კალორიების ცხრილს!).

კომენტარები
27 აპრილი 2020 20:46
მაინტერესებს ბრინჯის და გრეჩიხის დიეტას სისხლის ჯგუფთან რა კავშირი აქვს...როგორც გავიგე შენი სისხლის ჯგუფის შესაბამისად უნდა მიირთვაო რომ შედეგი ქონდესო ????
19 სექტემბერი 2016 18:50
გამარჯობათ.ძალიან მინდა მომატება, მოკლედ ოცნებად მაქ ქცეული.ვარ 28 წლის. 164 სანტიმეტრი და 46 კილო ვარ.არ ვიკლებ მაგრამ არ ვიმატებ. მადა არ მაქთქო ვერ ვიტყვი, ვჩამ რამდენსაც მინდა, რაც მინდა და როდისაც მინდა.მინდა 50 კილომდე მივიდე.იქნებ რამე მირჩიოთ და მეშველოს.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად