! მყავს 22 წლის ძმა.დღემდე აბსოლუტურად ჯანმრთელი ი... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

02-07-2011

-გამარჯობა! მყავს 22 წლის ძმა.დღემდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო,არ ეწევა,არ სავამს და ერთ დღეს უცებ მითხრა რომ ყველა მასზე ლაპარაკობს ქუჩაშიც, სამსახურშიც,  2 დღეში თქვა მგონი მკვდარი ვარ, სუნი არ გაწუხებთ ვყარვარო. 5 დღე_ღამე არ უძინია ვეღარ გავიღვიძებ მოვკვდებიო ამბობდა. მერე კაცობა აღარ მაქვს მგონიო. ქალთან წავიდა და კაცად მომეჩვენაო და უკანვე გამობრუნებულა. პენისი მძვრება მგონიო. ნევროპათოლოგმა დაუნიშნა რექსეტინი, კოკარნიტი და 3 სხვა წამალი კიდე. ჩავუტარეთ 20 დღიანი კურსი და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო,მ აგრამ გუშინ ჩვენს სახლში მოსწავლეს ამზადებს მამიდა და შესულა ტრუსის ამარა და საძინებელში ეპატიჟებოდა თურმე მოსწავლეს, რომელიც პირველად ნახა. ფეღმძიმე გოგოს. რომ ვკითხე ეს რატომ გააკეთეთქო მასე არ ყოფილაო, მგონი არ ახსოვს. საერთოდ არ გვეკონტაქტება, არ ლაპარაკობს, მთელი დღე წევს. დედა აპირებს ანტალიაში წაიყვანოს და ხომ არ აჯობებს ფსიქიატრს ვაჩვენოთ წასვლამდე? ეს სიმპტომები აპოტემნოფილიას გავს, მაგრამ ნევროპათოლოგმა დეპრესიაა მხოლოდ ნუ გეშინიათ გაერთოს გოგოებთან, დაისვენოს ზღვაზე და გაუვლისო, მაგრამ მეშინია ფსიქიკური გადახრა არ იყოს. გთხოვთ მირჩიეთ გავუშვათ მარტო ანტალიაში თუ ფსიქიატრს გავასინჯოთ? აპოტემნოფილია შეიძლება ასე უეცრად დაემართოს ჯანმრთელ ადამიანს? წინასწარ დიდი მადლობა. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს.

პასუხი
-ნარკოტიკების მოხმარება გამორიცხულია? ნებისმიერ შემთხვევაში ანტალიაში გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა აჩვენოთ თქვენი ძმა ფსიქიატრს! თქვენი მონათხრობის მიხედვით აპოტემნოფილია არაფერ შუაში, რადგან აპოტემნოფილია არის სექსუალური აღგზნება გამოწვეული იმით, რომ ხარ, იქნები, ან წარმოიდგენ თავს ამპუტირებულად. თქვენი ძმის შემთხვევაში ადგილი აქვს ჰალუცინაციებს, რაც საგულისხმო სიმპტომია და აუცილებლად (და დროულად) საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას!
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად