.იქნებ დამეხმაროთ,მაქვს საშინელი ნევროზი,უკვე თავ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

02-07-2011

- გამარჯობათ.იქნებ დამეხმაროთ,მაქვს საშინელი ნევროზი,უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებ,დღე არა მიშავს მაგრამ საღამოს 8 საათის მერე მეწყება რაღაც საშინელი აფორიაქება.თითქოს გული მერევა, თავბრუ მესხმის,კუჭი მაქვს აშლილი მგონია და რავიცი რამდენი რამ.დამამშვიდებლების დალევის მერე ცოტა არა მიშავს,დავიღალე,როდემდე ვიქნები ასე უკვე აღარ ვიცი,მეშველება რამე?..მაბოყინებს და ამით ცოტა შვებას ვგრძნობ.ვარ 30 წლის ქალი.მადლობთ

პასუხი
- თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები ზოგადად ვეგეტაციური ნერვული სისტემის აგზნებას ახასიათებს, მაგრამ ასეთი ნიშნების არსებობისას პირველ რიგში უნდა გაიზომოთ წნევა და გამორიცხოთ ჰიპერტენზია. ასევე ურიგო არ იქნებოდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, რადგან თქვენს აფორიაქებას ციკლური ხასიათი აქვს. უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, გირჩევთ გამოცდილ ნევროლოგს მიმართოთ და მისი მითითებებით იმოქმედოთ. უსაშველო ნამდვილად არაფერია - თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ და ასეთ მარტივ პრობლემას აუცილებლად მოერევით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად