იქნებ მირჩიოთ, რომელი საჭმელი უწყობს ხელს კუჭის მო... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

01-07-2011

-იქნებ მირჩიოთ, რომელი საჭმელი უწყობს ხელს კუჭის მოქმედებას? მაქვს კოლიტი. მინდა კვებით შევუწყო ხელი. მოხარშული ჭარხალი მირჩიეს. ასევე მაწონი, წყალში გახსნილი. ქლიავი... რას მოვერიდო და რა ვჭამო? გმადლობ!!!

პასუხი
-როგორც ჩანს  შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია:
> სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი
> რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში
> ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია
>  საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება
უნდა შეიზღუდოს:
>  კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი
>  ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი
>   საფაღარათოების მიღება
ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:
გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა სახით) – 16,3 გრ
ოსპი, 1 ჭიქა (მზა სახით) – 14, 6 გრ
ლობიო, 1 ჭიქა (მზა სახით) – 13,1 გრ
ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა – 8,4 გრ
შვრია, 1 ჭიქა – 4,0 გრ
სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა სახით) – 2,3 გრამი
კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი – 2,5 გრ
კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი – 1,4 გრ
ვაშლი კანგაუცლელი – 2,7 გრ
მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი – 3,1 გრ
მსხალი კანგაცლილი – 0,5 ცალი – 2,5 გრ
შავი ქლიავი – 3 ცალი – 3,0 გრ
თეთრი პური, 1 ნაჭერი – 1,9 გრ
არაქისი, 10 ცალი – 1,4 გრ

გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში შემდეგი დოზით:            

51 წლის ასაკამდე    მამაკაცები  -  38 გრამი   
51 წლის შემდეგ მამაკაცები -   30 გრამი

51 წლის ასაკამდე ქალები-    25 გრამი   
51 წლის შემდეგ ქალები - 21 გრამი
თუ ამ ფონზე ყაბზობა მაინც აღინიშნა, აუცილებელია ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ყაბზობის მიზეზების დასადგენად. მანმადე კი შეგიძლიათ გამოუვალ შემთხვევაში მიიღოთ საფაღარათო საშუალება (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად